იგუაინის 14-წლიანი ევროპული კარიერა დასრულდა
გონსალო იგუაინი MLS-ში გადასვლის ზღვარზეა. გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელი ვარსკვლავი “ინტერ მაიამისთან” 2-წლიან კონტრაქტს აფორმებს. 32 წლის იგუაინი ყოფილ თანაგუნდელ, ბლიზ მატუიდის შეუერთდება. წყაროს მტკიცებით, იგუაინსა და დევიდ ბექჰემს შორის გამართული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. TyC Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იგუაინი “ინტერ მაიამის” ღირსებას 2022 წლის დეკემბრამდე დაიცავს. კლუბის ცვლილება იგუაინის 14-წლიან ევროპულ კარიერას დაასრულებს – ევროსარბიელზე […]
იუვენტუსს ბენზემას გადაბირება სურს
სპორტული გამოცემა beIN სპორტი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “იუვენტუსს” კარიმ ბენზემას შეძენა სურს და ამ საკითხზე მათ მადრიდელებს უკვე მიმართეს. “ბებერი ქალბატონი” “ბლანკოსს” ბენზემას სანაცვლოდ გარკვეულ თანხას, ალექს სანდროს და დუგლას კოშტას სთავაზობს. კარიმის ყიდვის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც კრიშტიანუ რონალდუმ ისევ ბენზემასთან ერთად თამაშის სურვილი გამოთქვა, მაგრამ ამ ყველაფერს მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა […]
ნესტა იუვენტუსში? – პირლოს ყოფილი თანაგუნდელი სურს
Corriere dello Sport ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტურინის “იუვენტუსის” ახალ მთავარ მწვრთნელს, ანდრეა პირლოს, საკუთარ სამწვრთნელო შტაბში, ყოფილი თანაგუნდელის, ალესანდრო ნესტას ხილვა სურს. ჯერჯერობით უცნობია თუ რა თანამდებობაზე სურს პირლოს, ნესტას დანიშნვა. ნესტა და პირლო 9 წლის განმავლობაში ერთად იცავდნენ “მილანის” ღირსებას და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი ტიტული მოიგეს, მათ შორის ორი ჩემპიონთა ლიგა. […]
იუვენტუსმა 2 ფეხბურთელს კონტრაქტი გაუწყვიტა
ტურინის “იუვენტუსში” შემადგენლობის წმენდა იწყება – იტალიელებმა კლუბის 2 ფეცბურთელს კონტრაქტი გაუწყვიტეს. გავლენიანი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციის თანახმად, გონსალო იგუაინი და სამი ხედირა ამიერიდან “ბებერი ქალბატონების” მაისურით აღარ ითამაშებენ. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე “ლიონთან” მარცხის შემდეგ “იუვენტუსმა” მთავარი მწვრთნელი მაურისიო სარიც დაითხოვა. იგუაინმა გასული სეზონის სერია A-ში 32 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა, ხოლო […]
მატუიდი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
ბლეზ მატუიდი ევროპულ კარიერას ასრულებს. 33 წლის ნახევარმცველი უახლოეს მომავალში “ინტერ მაიამის” შეუერთდება. ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. მისი განცხადებით, გუნდდბს შორის შეთანხმება შედგა და მატუიდის სამედიცინო შემოწმებაც დაიგეგმა. შეგახსენებთ, რომ “ინტერ მაიამი” დევიდ ბექჰემის მფლობელობაშია. ლეგენდარულმა ინგლისელიმა ფეხბურთელმა MLS-ში გუნდი ახლახანს ჩამოაყალიბა. ბლეზ მატუიდი “იუვენტუსში” 2017 წელს გადავიდა. 33 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა […]
დელ პიერო: პირლოს შეუძლია, რომ ზიდანზე უკეთესი იყოს
გუშინ ტურინის “იუვენტუსმა” დაკავებული პოზიციიდან მაურისიო სარი გაათავისუფლა და ანდრეა პირლო დანიშნა. იტალიელ ლეგენდარულ ფეხბურთელს ჯერჯერობით სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვს. ამასთან დაკავშირებით “ბებერი ქალბატონის” და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ალესანდრო დელ პიერომ “football italia-სთან” კომენტარი გააკეთა. – “გულწრფელად რომ გითხრათ, პირლოს დანიშნვნას ვერც წარმოვიდგენდი, ეს ჩემთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო. მას არ აქვს არანაირი სამწვრთნელო გამოცდილება […]
ოფიციალურად – პირლო იუვენტუსის ახალი მთავარი მწვრთნელია
დღეს სქაი სპორტმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტურინის “იუვენტუსს” ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა პირლო ჩაიბარებს. ეს ყოველივე კი სულ ცოტა ხნის წინ “ბებერი ქალბატონის” ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა. ანდრეა პირლო, “იუვენტუსის” ახალი მთავარ მწვრთნელია. იტალიელმა 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. შეგახსენებთ, რომ დღეს მაურიციო სარი დაკავებული თანამდებობიდან გადააყენეს, სარის “ლიონთან” წარუმატებლობა არ აპატიეს.
ოფიციალურად – იუვენტუსმა სარი გაათავისუფლა
სულ რამდენიმე წუთის წინ ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობამ მაურისიო სარი დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლა. “ბებერი ქალბატონის” ხელმძღვანელობა, იტალიელი სპეციალისტის მუშაობით უკმაყოფილოა და გუშინდელი შეხვედრა “ლიონის” წინააღმდეგ, გადამწყვეტი აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ ტურინელებმა ორი მატჩის ჯამში “ლიონთან” 2:2 ითამაშეს, თუმცა ფრანგები, სტუმრად გატანილი გოლის წყალობით, შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. პირველი შეხვედრა საფრანგეთსი, მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, ხოლო განმეორებითი შეხვედრა იტალიაში, “იუვენტუსმა” […]
ლიონი პირველი ფრანგული გუნდია, რომელმაც …
კორონავირუსით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 7 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგა, 1/8-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩებით განახლდა. ტურინის “იუვენტუსმა” შინ 2:1 დაამარცხა “ლიონი”, თუმცა ეს გამარჯვება ტურინელებს შემდეგი ეტაპის საგზურის მოპოვებისთვის არ ეყოთ. ამ დამარცხებით, “ლიონი” პირველი ფრანგული კლუბი გახდა, რომელმაც “ბებერი ქალბატონები” ევროტურნირებიდან გამოთიშა. იხილეთ მატჩის მიმოხილვა
იუვენტუსი 2:1 ლიონი (მიმოხილვა)
მადრიდის რეალი და იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობნენ
კორონავირუსით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 7 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგა, 1/8-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩებით განახლდა. ტურის ცენტრალური მატჩი მანჩესტერში, “ეტიჰადის” სტადიონზე ჩატარდა, სადაც მანჩესტერ “სიტიმ” სამეფო კლუბი ( მადრიდის “რეალი”) 2:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავიდა. აღსანიშნავია, რომ მანჩესტერელთა ორივე გატანილ გოლში დიდი წვლილი მადრიდელთა მცველმა – რაფაელ ვარანმა შეიტანა, რომელმაც საკუთარ საჯარიმოში ბურთი […]