პოგბა: ,,იუვენტუსი იტალიაში კვლავ ნომერ პირველი კლუბია”
,,იუვენტუსის” ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, ტურინულ გუნდში დაბრუნებაზე ისაუბრა: ,,მიხარია, რომ დავბრუნდი. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ბედისწერის მჯერა და მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ. ყველაფერი ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც გინდა, მაგრამ მანჩესტერში გატარებული პერიოდით მაინც ბედნიერი ვარ, ახლა კი მხოლოდ დღევანდელ დღეზე ვფიქრობ. იუვენტუსს ყოველთვის ვაკვირდებოდი, მაშინაც, როცა ინგლისში ვთამაშობდი. ეს იტალიაში კვლავ […]
ალეგრი: ,,ამ მომენტისთვის ნაპოლი სკუდეტოს აშკარა ფავორიტია”
ტურინის ,,იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ,,კრემონეზესთან” შეხვედრის წინ, გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა: ,,ხვალ ისევ რთული მატჩი გველის, რადგან ,,კრემონეზეს” ბოლო ორ საშინაო მატჩში გოლი არ გაუშვია. მეტოქე ბევრ მომენტს ქმნის და ძალიან აგრესიულია. პარედესი და დი მარია კარგად მუშაობენ, მათი ნაადრევი დაბრუნება საჭირო არ იყო. მსოფლიო ჩემპიონატის მოგებით სიამოვნება უნდა მიეღოთ. პოგბა გუნდს 15-20 […]
რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ იუვენტუსთან მატჩში?
იტალიის სერია A-ს 31-ე ტურში ,,ნაპოლი” ,,იუვენტუსს” ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. დღევანდელ მატჩში ნეაპოლური გუნდის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, მოედანზე 86 წუთი გაატარა და Whoscored-ისგან 7,2-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რითაც საკუთარი გუნდის რიგებში მხოლოდ დი ლორენცოსა (7,7) და ოლივერას (7,5) ჩამორჩა. ხვიჩა ,,იუვენტუსის” წინააღმდეგ ბურთს სულ 73-ჯერ შეეხო, კარისკენ ოთხჯერ დაარტყა და 48-დან 43 სწორი გადაცემა გააკეთა […]
რონალდომ ჩემპიონატებში მე-400 გოლი გაიტანა!
“სასუოლოს” წინააღმდეგ გატანილი მეორე გოლი, რონალდოსთვის ჩემპიონატებში საიუბილეო, მე-400 აღმოჩნდა. პორტუგალიელ ვარსკვლავს პორტუგალიის ჩემპიონატში 3 გოლი აქვს გატანილი, ინგლისურ პრემიერლიგაში 84, ესპანეთის ლა ლიგაში მას 311 გოლი დაუგროვდა, სერია ა-ში კი უკვე 2 გოლი აქვს გატანილი. რონალდო ისტორიაში მეხუთე ფეხბურთელია ვინც მსგავს შედეგს მიაღწია.
რონალდოს გოლი ჯენოას კარში რეკორდული აღმოჩნდა
ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი რეკორდი დაამყარა, “ჯენოას” კარში გატანილი გოლით იგი გახდა პირველი ფეხბურთელი ვინც ტოპ 5 ჩემპიონატში 400 გოლიან ნიშნულს მიაღწია. პორტუგალიელ სუპერვარსკვლავთან ყველაზე ახლოს ლიონელ მესია, რომელსაც აღნიშნულ ჩემპიონატებში 388 გოლი აქვს გატანილი, თუმცა აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა ეს მხოლოდ ერთ გუნდში თამაშით მოახერხა. საინტერესოა რა მაჩვენებლით დაასრულებენ კარიერას თანამედროვე ფეხბურთის სუპერვარსკვლავები.
მანჯუკიჩმა მილანს გაუტანა (ვიდეო)
რონალდუმ სერია ა-ში მორიგი გოლი გაიტანა (ვიდეო)
რომელი გუნდები ხვდებიან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპს საუკეთესო ფორმაში
ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ჩემპიონატი იწყება! ჩემპიონთა ლიგის პირველი შეხვედრები სამშაბათს, 23:59-ზე გაიმართება – “სტადიო ოლიმპიკოზე” ერთმანეთს “რომა” და “პორტო,” ხოლო “ოლდ ტრაფორდზე” კი “მანჩესტერ იუნაიტედი” და “პარი სენ-ჟერმენი” დაუპირისპირდებიან. Live.ge მერვედფინალში გასული გუნდების ამჟამინდელი მდგომარეობის ანალიზს გთავაზობთ – საინტერესოა, თუ როგორ ფორმაში იმყოფება ევროპის ტოპ 16 გუნდი და რა მოლოდინი უნდა გვქონდეს მომდევნო თამაშებში. #16 შალკე […]
რონალდუ: “ესპანეთი არ მენატრება”
ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ თავის ყოფილ და ამჟამინდელ კლუბებზე ისაუბრა. როგორც ჩანს, პორტუგალიელი იტალიაში თავს კარგად გრძნობს და ესპანეთი არ ენატრება. “მე დავტოვე ორი დიდებული გუნდი, ადამიანები და მეგობრები, თუმცა ესპანეთი და პორტუგალია არ მენატრება. იტალიაში ადაპტაცია რთული არა, მაგრამ ძალიან საინტერესოა. აქ კიდევ უფრო ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი” – თქვა კრიშტიანუმ.
საინტერესო რიცხვები: ბოლოს როდის ვერ გავიდა რონალდუ ნახევარფინალში?
უეფას ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩში “იუვენტუსმა” შინ “აიაქსთან” 1:2 წააგო და ორი მატჩის შედეგით, (2:3) ტურნირს გამოეთიშა. იტალიელთა ერთ-ერთი ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლას ზედიზედ 8 სეზონის განმავლობაში ახერხებდა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი 2006 წლიდან მოყოლებული ჯერ “მანჩესტერის”, შემდეგ კი – მადრიდის “რეალის” მაისურით თამაშობდა ნახევარფინალებში.
ოფიციალურად: იუვენტუსმა ალეგრი გაათავისუფლა
რამდენიმე წუთის წინ, ტურინის “იუვენტუსის” წარმომადგენლებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მასიმიალიანო ალეგრი “ბიანკონერის” მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს. “იუვენტუსში” გატარებული 5 წლიანი კარიერის მანძილზე, მასიმიალიანო ალეგრის მეთაურობით ტურინელებმა 11 ტიტული მოიპოვეს.
ოფიციალურად: დე ლიხტი იუვენტუსის ფეხბურთელია (ვიდეო)
აიაქსის ყოფილი კაპიტანი და ჰოლანდიის ნაკრების ცენტრალური მცველი, მატეის დე ლიხტი “იუვენტუსში” ითამაშებს. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური სოციალური გვერდები იუწყებიან. ჰონალდიელი ვუნდერკინდი უკვე ტურინშია და სამედიცინო შემოწმების შემდეგ მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერა იქნება საჭირო. 19 წლის დე ლიხტისთვის თითქმის ყველა გრანდი იბრძოდა, მათ შორის იყვნენ “ბარსელონა”, “მანჩესტერ იუნატედი”, “მანჩესტერ სიტი”, “პსჟ” და სხვა გუნდები. შეგახსენებთ, […]