ნედვედი: “დიბალას შეძენა რამდენიმე გუნდს სურს”
“ბიანკონერის” ვარსკვლავის გაფორმება არაერთ გრანდს სურს. პაოლო დიბალას მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედი” იჩენს. გავრცელებული ინფორმაციით, “წითელი ეშმაკები” მზად არიან დიბალას ტრანსფერში რომელუ ლუკაკუც ჩართონ. “იუვენტუსის” არგენტინელი ვარსკვლავის მიმართ დაინტერესების თაობაზე, პაველ ნედვედმა საინტერესო განცხადება გააკეთა. ტურინული გრანდის ვიცე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დიბალას შეძენა რამდენიმე გრანდს სურს. “მის მიმართ დაინტერესება არსებობს. დიბალას თაობაზე რამდენიმე წინადადება […]
გავიხსენოთ: ლევან მჭედლიძის გოლი ბუფონის კარში (ვიდეო)
დიბალამ ტურინელები დააწინაურა
ლულიჩმა ლაციო დააწინაურა (ვიდეო)
მბაპემ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები დაასახელა
“პსჟ-ს” თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფავორიტები დაასახელა. “იუვენტუსი” პირველ რიგში უნდა ვახსენოთ, რადგან მათ თავიანთი შესაძლებლობები ბოლო წლებში კარგად დაამტკიცეს და ორჯერ ფინალში გავიდნენ. თუმცა, ტურნირის მოსაგებად რაღაც დააკლდათ, ახლა კი, რონალდუსთან ერთად, მათი შანსები გაორმაგდა. ეს არის ფეხბურთელი, რომელსაც მნიშვნელოვანი მატჩების მარტოს მოგება შეუძლია. ასე რომ, ამ სეზონში იუვენტუსი კვლავ ტურნირის […]
ლიონის მწვრთნელი – კიდევ შეგვეძლო გოლის გატანა
გუშინ, 26 თებერვალს თბილისის დროით 23:55 საათზე, ლიონში ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩი გაიმართა, სადაც “ლიონმა” – “იუვენტუსს” უმასპინძლა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა. “ლიონის” თავკაცმა – რუდი გარსიამ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მატჩი შეაჯამა და კომენტარი გააკეთა: “რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სახლში გოლი არ გაგვიშვია. ეს განმეორებით მატჩში დაგვეხმარება, რათა 1/4 ფინალურ ეტაპზე გავიდეთ. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ […]
7 ბრაზილიელი ფეხბურთელი ევროპაში, რომლებიც მალე დიდ გუნდებში ითამაშებენ
ცნობილმა გამოცემა “ბლიჩერმა” გამოაქვეყნა იმ 7 ბრაზილიელის სია, რომლებიც მალე დიდ გუნდებში ითამაშებენ. 7. გაბრიელ მაგალაჰესი – 22 წლის, ცენტრალური მცველი – “ლილი” გაბრიელი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ცენტრალური მცველი გახლავთ. მისი ძლიერი ფეხი მარცხენაა, რაც თანამედროვე ფეხბურთში საკმაოდ იშვიათია. ბევრ გუნდს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ დაცვის ცენტრში მარცხენა ფეხით მოთამაშე მცველი ჰყავდეს. ბრაზილიელი ფეხბურთელი […]
კრიშტიანუ რონალდუმ მილანთან პენალტი ვერ გამოიყენა (ვიდეო)
ჰიდროციკლის მართვის წესის დარღვევა – რონალდუ შესაძლოა დაჯარიმდეს
კრიშტიანუ რონალდუს შვილი კუნძულ მადეირაზე დეიდასთან ერთად ისვენებს. პორტუგალიელი ფეხბურთელის დამ ელმამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც უმცროსი რონალდუ ჰიდროციკლს მართავს. პორტუგალიის კანონმდებლობის მიხედვით, 10 წლის პირისთვის აღნიშნული ტრანსპორტის მართვა აკრძალულია. ჰიდროციკლის გამოყენება მხოლოდ სპეციალური ლიცენზიის მქონე პირებს შეუძლიათ. პორტუგალიის პოლიცია მომხდარს იძიებს. როგორც ცნობილია, დარღვევა 268 ფუნტიდან 2600 ფუნტამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იხილეთ ვიდეო:
მესის საოცარი გადაცემა და დემბელეს ულამაზესი გასროლა ( ვიდეო)
პაოლო როსი გარდაიცვალა
64 წლის ასაკში, იტალიელი ლეგენდა პაოლო როსი გარდაიცვალა. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი, დაავადებასთან ხანგრძლივ ბრძოლაში დამარცხდა. პაოლო როსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია RAI Sport-მა გაავრცელა, სადაც ლეგენდარული ფეხბურთელი საფეხბურთო მიმომხილველად მუშაობდა. “იუვენტუსისა” და “მილანის” ყოფილმა შემტევმა, 1982 წელს, ესპანეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის ტრიუმფში ლომის წვლილ შეიტანა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულთან ერთად ოქროს ბურთის მფლობელიც […]
დინამო კიევი საკუთარ კრიპტოვალუტას გამოუშვებს
შემოსავლის ზრდისა და ახალი გულშემატკივრების მიზიდვის მიზნით, “დინამო კიევი” კრიპტოვალუტას გამოუშვებს. პროექტთან დაკავშირებით, უკრაინული საფეხბურთო კლუბი ამერიკულ ბლოკჩეინ კომპანიასთან, Moonwalk-თან ითანამშრომლებს. ე.წ. “ტოკენების” გამომუშავებისთვის, “დინამო კიევის” გულშემატკივრებმა საყვარელი გუნდის მატჩის შედეგი უნდა გამოიცნონ. Moonwalk-ის განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი გულშემატკივრები “დინამო კიევის” Facebook ან Instagram გვერდებზე განთავსებულ პოსტებზე იაქტიურებენ (მოწონება, კომენტარის დაწერა და […]