სერია ა-ს კლუბებმა გადაწყვეტილება მიიღეს
კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით პრაქტიკულად ყველა სპორტული ღონისძიება შეჩერებულია. გამონაკლისს არც იტალიის საკლუბო საფეხბურთო ჩემპიონატები წარმოადგენს. უკანასკნელი ცნობების თანახმად, იტალიის ფეხბურთის ფედერაციასა და სერია ა-ს კლუბებს შორის სეზონის განახლებასთან დაკავშირებით ვიდეო კონფერენცია მოეწყო. წყაროს მტკიცებით, სერია ა-ს ოცივე კლუბმა სეზონის გაგრძელებას დაუჭირა მხარი. ამ წუთისათვის უცნობია როდის განახლდება სერია ა, თუმცა იტალიის […]
5 დაუვიწყარი მატჩი: სანდრო რაჩკოვსკი
თვეზე მეტია, კორონავირუსის პანდემიის გამო, საფეხბურთო სეზონი შეჩერებულია. თუმცა, ევროპაში წამყვანი ტურნირების დაბრუნების იმედი ჩნდება: ვარჯიშს ანახლებენ გერმანიასა და იტალიაში, იგეგმება სეზონის დარჩენილი ნაწილის ჩამთავრების სცენარიც და ოპტიმისტური პროგნოზები კეთდება. იქამდე, სანამ ფეხბურთის გულშემატკივარს საყვარელი ლიგები დაუბრუნდება, შევეცდებით კლასიკად ქცეული შეხვედრები შეგახსენოთ და მათი ხელმეორედ ყურება გირჩიოთ. ჩვენს რუბრიკაში, “5 დაუვიწყარი მატჩი”, ამჯერად თავის არჩევანს […]
ოფიციალურად – იტალიაში გუნდები ვარჯიშს 4 მაისს განაახლებენ
სოციალურ ქსელში შესანიშნავი ამბავი გავრცელდა. იტალიის პრემიერ მინისტრმა გუნდებს ნება დართო, რომ ვარჯიში განაახლონ. ეს ყველაფერი კი 4 მაისს მოხდება. გუნდებს გადაეგზავნებათ შესაბამისი წესები რაც უნდა დაიცვან და ამის შემდეგ შეუდგებიან ვარჯიშს. თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის 18 მაისისთვის სერია “ა” დიდი ალბათობით განახლდება. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონი იტალიაში საკმაოდ დაძაბულია. ჩემპიონობისთვის ერთბაშად სამი გუნდი იბრძვის. […]
იგუაინი: 2014 წელს კარიერის დასრულება მინდოდა
გონსალო იგუაინი იმ არგენტინის ნაკრების წარმომადგენელია, რომელიც 2014 წლის მუნდიალის ფინალში გავიდა, სადაც გერმანიის ნაკრებთან დამატებით დროში 1:0 დამარცხდა. ფინალში, “პიპიტას” ყველაზე რეალური მომენტი ჰქონდა, მაგრამ მან ბურთი კარს დიდი მანძილით ააცილა. ეს მომენტი მთლიანად არგენტინის ნაკრებისთვის იყო მტკივნეული. მადრიდის “რეალის” ყოფილმა თავდამსხმელმა იმ განცდებზე ისაუბრა, რომელიც მას ფინალის შემდეგ დაეუფლა: “თამაშის შემდეგ კარიერის დასრულება […]
წარმოუდგენელი სტატისტიკები მსოფლიო ფეხბურთში
მსოფლიოში არაერთი რეკორდი და სტატისტიკა არსებობს, რომლის შეცვლაც წარმოუდგენელია, მაგრამ არსებობს გარკვეული მაჩვენებლები, რომლებიც გულშემატკივრების უმეტესი ნაწილისთვის ცნობილი არ არის. 1. ფილიპ ლამი 2014 წლის სექტემბრიდან, 2015 წლის ოქტომბრის ჩათვლით, ბუნდესლიგის მასშტაბით არცერთხელ არ დაჯარიმებულა 2. ჟოზე მოურინიომ პრემიერ ლიგა სამჯერ მოიგო, მაგრამ პორტუგალიელი 2004//2005 და 2006/2007 წლების სეზონში, თვის საუკეთესო მწვრთნელი არასდროს გამხდარა. 3. […]
7 ბრაზილიელი ფეხბურთელი ევროპაში, რომლებიც მალე დიდ გუნდებში ითამაშებენ
ცნობილმა გამოცემა “ბლიჩერმა” გამოაქვეყნა იმ 7 ბრაზილიელის სია, რომლებიც მალე დიდ გუნდებში ითამაშებენ. 7. გაბრიელ მაგალაჰესი – 22 წლის, ცენტრალური მცველი – “ლილი” გაბრიელი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ცენტრალური მცველი გახლავთ. მისი ძლიერი ფეხი მარცხენაა, რაც თანამედროვე ფეხბურთში საკმაოდ იშვიათია. ბევრ გუნდს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ დაცვის ცენტრში მარცხენა ფეხით მოთამაშე მცველი ჰყავდეს. ბრაზილიელი ფეხბურთელი […]
რონალდუმ იუვენტუსის ხელმძღვანელებს პირობა მისცა
კრიშტიანუ რონალდუ ტურინის “იუვენტუსს” 2018 წლის ზაფხულში შეუერთდა. პორტუგალიელმა ადაპტაცია სწრაფად გაიარა და გუნდს შესანიშნავად შეერწყა. მსოფლიოში გამეფებული კორონავირუსის გამო “იუვეს” ფინანსური პრობლემები შეექმნა. სოციალურ ქსელში არაერთი სიახლე გავრცელდა, რონალდუს კლუბის დატოვებასთან დაკავშირებით. ამ ყველაფერს პორტუგალიელმა წერტილი დაუსვა და “ბიანკონერის” ხელმძღვანელებს პირობა მისცა, რომ ტურინში კიდევ 2 წლით გაჩერდება. ამით მან ასევე გულშემატკივრებიც დაამშვიდა. შეგახსენებთ, […]
პელემ მოსაზრება შეიცვალა – რონალდუ თუ მესი?
თვეების წინ პელემ საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუ დაასახელა, თუმცა ლეგენდარულმა ბრაზილიელმა პლანეტის საუკეთესო მოთამაშედ ახლა ლეო მესი მიიჩნია. Gazzetta dello Sport-თან საუბრისას 79 წლის გინესის რეკორდსმენმა არგენტინელი 10-იანის საუკეთესო მხარეებზე ისაუბრა: “ის ყველა დროის საუკეთესოა. მესი ძალიან ტექტიკური მოთამაშეა, შესანიშნავად აკეთებს ასისტებს, გადაცემებს, იტანს გოლებს და ანხორციელებს დრიბლინგებს. იმ შემთხვევაში, თუ მე და ლეო ერთ […]
ჩემპიონთა ლიგა – ტოპ 25 ინდივიდუალური პერფორმანსი
კორონავირუსის გამო მსოფლიოში ყველა სპორტული მოვლენა და შეჯიბრი დროებით შეჩერებულია. COVID-19-სგან გამოწვეული ცვლილებები ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს – ჩემპიონთა ლიგასაც შეეხო. ყოველწლიურად ევროპის საუკეთესო კლუბები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზე უპირისპირდებიან და ეს მატჩები მეტად სასიამოვნო სანახავია. ფეხბურთის გულშემატკივრების გარკვეული ნაწილის მოსაზრებით, ყველაზე საინტერესო და სანახაობრივი ტურნირი სწორედ ჩემპიონთა ლიგაა. ფეხბურთისადმი ნოსტალგიის პერიოდში, გავიხსენოთ ტოპ 25 ინდივიდუალური […]
არკადიუშ მილიკით მილანი, იუვენტუსი და ატლეტიკო ინტერესდებიან
სატრანსფერო პერიოდის მოახლოვებასთან ერთად, გუნდებსა და ფეხბურთელებს შორის სატრანსფერო შეთანხმება ბოლო ფაზაში გადადის. ერთ-ერთი შესაძლო ტრანსფერი არკადიუშ მილიკს უკავშირდება. ნეაპოლიტანელები ფეხბურთელთან აქტიურად აწარმოებენ ახალი კონტრაქტის დეტალებს, თუმცა უცხოურ მედიაში აქტიურად განიხილავენ მილიკის შესაძლო ტრანსფერს, მას არაერთ ძლიერ გუნდთან აკავშირებენ. ფეხბურთელის აგენტი დავიდ პანტაკი მილიკის “ნაპოლისთან” ახალი კონტრაქტის ვერშეთანხმების შემთხვევაში, ფეხბურთელით დაინტერესებულ 3 კლუბს ასახელებს, ესენი […]
სარი: როდესაც ჩელსის ვტოვებდი, რამდენიმე ფეხბურთელმა იტირა
მაურიციო სარი ამჟამად “იუნვეუტისის” მთავარი მწვრთნელია. იტალიელი, კლუბს სეზონის დასაწყისში ჩაუდგა სათავეში. იტალიელი სპეციალისტი, ტურინულ გრანდამდე, ლონდონის “ჩელსის” წვრთნიდა, სადაც ევროპის ლიგის მოგება შეძლო. ფინალში მათ “არსენალი” 4:1 დაამარცხეს. იმ სეზონში აქტიურად ვრცელდებოდა ხმები იმის შესახებ, რომ სარის ფეხბურთელებთან პრობლემები ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით მაურიციომ მცირე კომენტარი გააკეთა. “დიახ სიმართლეა, რომ მე პრობლემები მქონდა ფეხბურთელებთან. ჩვენი […]
ოფიციალურად: მატუიდიმ და რუგანიმ კორონავირუსი დაამარცხეს
ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, გუნდის ორმა ფეხბურთელმა, დანიელე რუგანიმ და ბლეზ მატუიდიმ, კორონავირუსის დამარცხება შეძლეს. ორივე მათგანს, კორონავირუსი 1 თვის წინ დაუდგინდა. მეტიც, დანიელე რუგანი იყო პირველი ფეხბურთელი სერია ა-ში, რომელიც COVID-19-ით დაინფიცირდა. აღსანიშნავია, რომ COVID-19-ით რუგანის მეუღლე, ოთხი თვის ორსული მიკელა პერსიკოც დაინფიცირდა, თუმცა ჯერჯერობით მასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ვრცელდება. როგორც იტალიურ მედიაში […]