,,მანჩესტერ იუნაიტედი” და ტურინის ,,იუვენტუსი” ადრიენ რაბიოს ტრანსფერზე შეთანხმდნენ, ახლა კი ,,წითელი ეშმაკები” მოლაპარაკებებს უშუალოდ ფეხბურთელთან მართავენ. Manchester Evening News-ის ცნობით, მანჩესტერელები ნახევარმცველში 15 მილიონ ფუნტს გადაიხდიან, რასაც ბონუსების სახით, შესაძლოა, 5 მილიონი დაემატოს. როგორც ფაბრიციო რომანო წერს, ამ მომენტისთვის ტრანსფერის ხელისშემშლელი ფაქტორი ფრანგის დედაა, რომელიც ფეხბურთელის აგენტიცაა. რაბიოს ,,იუვენტუსთან” კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. […]