ვლაჰოვიჩი: ,,ჩვენ იუვენტუსი ვართ და ქულების დაკლების არ გვეშინია”
,,იუვენტუსის” თავდამსხმელი, დუშან ვლაჰოვიჩი, სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ტურინულ გუნდს 15 ქულა მოაკლეს: ,,რამდენიმე ქულის დაკლების არ გვეშინია! არ გვეშინია ჩვენი მეტოქეების, რადგან, როდესაც ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ დავეცით, უფრო ძლიერები ვხდებით. ჩვენ იუვენტუსი ვართ!” – წერს სერბი სოციალურ ქსელში. გუშინ იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში ,,იუვენტუსს” ფინანსური მაქინაციის გამო, 15 ქულა ჩამოაჭრეს. იტალიის […]
ზიდანმა უარი 5 ნაკრებს უთხრა, სპეციალისტს მუშაობა იუვენტუსში სურს
მადრიდის ,,რეალის” ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს, ,,იუვენტუსში” მუშაობა სურს. ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 50 წლის სპეციალისტმა შეთავაზებაზე უარი ხუთ ეროვნულ ნაკრებს – პორტუგალიას, ბრაზილიას, კატარს, აშშ-სა და ემირატებს უთხრა. მეორე მხრივ, ტურინულ გუნდში ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის ენდობიან და მის გაშვებას არ განიხილავენ. ზინედინ ზიდანის ბოლო გუნდი ,,რეალი” იყო, რომელიც 2021 წლის […]
იუვენტუსს 15 ქულა მოაკლეს, გუნდი მე-10 ადგილზე დაქვეითდა
იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში ,,იუვენტუსს” ფინანსური მაქინაციის გამო, 15 ქულა ჩამოაჭრეს. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ პროკურორის მოთხოვნა დააკმაყოფილა. საქმეში სხვა კლუბებიც ფიგურირებდნენ, თუმცა ისინი გამართლდნენ. ქულების დაკლების გამო, ტურინული კლუბი 22 ქულით სერია A-ს მე-10 პოზიციაზე დაქვეითდა. ,,ბებერ ქალბატონებს” აღნიშნული გადაწყვეტილების გაპროტესტების უფლება აქვთ. 18 ტურის შემდეგ, იტალიის ჩემპიონატს ,,ნაპოლი” ლიდერობს, რომელსაც 47 ქულა აქვს. […]
ანხელ დი მარიას არშემდგარი შედევრი მონცასთან მატჩში | VIDEO
“ნაპოლი სერია ა-ში ყველაზე ძლიერი გუნდია” – მასიმილიანო ალეგრი
“ნაპოლისთან” 5:1 მარცხის შემდეგ, მასიმიალიანო ალეგრიმ პირველი კომენტარი გააკეთა და ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ლუჩიანო სპალეტის “ნაპოლი” სერია ა-ში ყველაზე ძლიერი გუნდია. “როცა ასეთი ანგარიშით მარცხდები თავი არ უნდა გაიმართლო. მესამე გოლის შემდეგ გუნდი მოიშალა. არავის მოუნდება, რომ “ნაპოლის” ცხრილში 10 ქულით ჩამორჩებოდეს, მაგრამ მათ 47 ქულა აქვთ და ამას იმსახურებენ. ამ მომენტში ისინი ყველა დანარჩენზე […]
ნაპოლი 5:1 იუვენტუსი (მიმოხილვა)
სერია ა-ს ტურის მატჩი “ნაპოლისა” და “იუვენტუსის” შორის ამ უკანასკნელის მარცხით დასრულდა. ლუჩანო სპალეტის შეგირდებმა მეტოქე არ დაინდეს და “ბებერი ქალბატონი” 5:1 გაანადგურეს. ამ გამარჯვებაში ლომის წილი ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს მიუძღვით. ქართველმა თავი 1 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. რაც შეეხვება ოსიმენს, მან ტურინელებს 2 გოლი გაუტანა. ცნობილ იტალიურ გამოცემას Calcio […]
ძოლა: “მოუთმენლად ველი დი მარიასა და კვარაცხელიას დაპირისპირებას…”
“ჩელსისა” და “ნაპოლის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა – ჯანფრანკო ძოლამ, სერია ა-ს მე-18 ტურის ცენტრალურ მატჩზე ისაუბრა, სადაც ერთმანეთს პირველ და მეორე ადგილოსნები – “ნაპოლი” და “იუვენტუსი” დაუპირისპირდებიან. “სერია ა-ში ბევრი უმაღლესი დონის ფეხბურთელია, რაც ყველაზე მეტად მომწონს, იტალიის ჩემპიონატი ახალგაზრდების ახალი სამჭედლო გახდა. უძლიერესი ფეხბურთელია ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც ნაპოლის ამჟამინდელ წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. 13 იანვარს […]
სპალეტი: ,,იუვენტუსს მეოთხე ადგილი არ დააკმაყოფილებს”
,,ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, ,,იუვენტუსთან” გასამართ მატჩზე ისაუბრა: ,,მესმის, რომ ალეგრი მეორე ნომრად კომფორტულად თამაშობს, მაგრამ ,,იუვენტუსისთვის”, რომელიც ყოველთვის ჩემპიონია, ამის დამალვა რთულია. ფავორიტის როლზე უარის თქმა შეუძლებელია, აშკარაა, რომ რაღაც მეოთხე ადგილი ტურინელებს არ დააკმაყოფილებთ. ვინ არის უკეთესი – მე თუ ალეგრი? არ ვიცი… ის საუკეთესოა, რადგან მისი მიღწევები ამაზე მეტყველებს. მის წინაშე […]
ალეგრი: ,,ამ მომენტისთვის ნაპოლი სკუდეტოს აშკარა ფავორიტია”
ტურინის ,,იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ,,კრემონეზესთან” შეხვედრის წინ, გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა: ,,ხვალ ისევ რთული მატჩი გველის, რადგან ,,კრემონეზეს” ბოლო ორ საშინაო მატჩში გოლი არ გაუშვია. მეტოქე ბევრ მომენტს ქმნის და ძალიან აგრესიულია. პარედესი და დი მარია კარგად მუშაობენ, მათი ნაადრევი დაბრუნება საჭირო არ იყო. მსოფლიო ჩემპიონატის მოგებით სიამოვნება უნდა მიეღოთ. პოგბა გუნდს 15-20 […]
იუვენტუსის ახალი პრეზიდენტი ჯანლუკა ფერერო იქნება
გუშინ გავრცელდა ყველასთვის მოულოდნელი ინფორმაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ “იუვენტუსის” დირექტორთა საბჭო მთლიანად გადადგა. ერთადერთი ვინც თანამდებობას ინარჩუნებს მმართველი დირექტორი მაურიციო არივაბენეა, რომელიც ახალი საბჭოს არჩევამდე განაგრძობს მუშაობას. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ყველაფერი გუნდში არსებული ფინანსური დარღვევების გამო მოხდა, რის გამოც შესაძლია ტურინული კლუბი მკაცრად დაისაჯოს. თუმცა, მფლობელებს დიდი დრო არ დასჭირდათ ახალი პრეზიდენტის დასანიშნად, რაც […]
რატომ გადადგა ანიელი და იუვენტუსის დირექტორთა საბჭო?
“იუვენტუსის” პრეზიდენტი ანდრეა ანიელი და ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი თანამდებობიდან გადადგნენ. მათთან ერთად დაკავებული პოზიციები დატოვეს საბჭოს თანამშრომელმა სიუზან ჰეივუდმა, ლოურენს დებრუქსმა, მასიმო დელა რაჯიონემ, კეტრინ ფინკიმ, დანიელა მარილუნგომ და ფრანჩესკო რონკალიომ. მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემაც დატოვა თანამდებობა, ის ახალი საბჭოს არჩევამდე განაგრძობს მუშაობას. ”ჩვენ, როგორც კომპანია, დელიკატური მომენტის წინაშე ვდგავართ. ერთიანობა აღარ […]