იუვენტუსმა 2022/23 წლების სეზონის საგარეო ფორმა წარადგინა | PHOTO
იტალიური ფეხბურთის ფლაგმანმა – ტურინის “იუვენტუსმა” 2022/23 წლების სეზონის საგარეო ფორმა წარადგინა. “ბიანკონერის” ახალ მაისურს, რომლის შექმნაზეც კვლავ adidas-მა იზრუნა, სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. “კლასი, რომელიც არ იკარგება” – ასე შეაფასეს გულშემატკივრებმა ტურინული გრანდის ახალი სათამაშო ფორმა, რომლის შეძენაც adidas-ისა და “იუვენტუსის” ოფიციალურ მაღაზიებშია შესაძლებელი. მაისურის ფასი £50-£90 ფუნტის ფარგლებში მერყეობს. Juventus’ new away […]
ოფიციალურად | რომამ დიბალას ტრანსფერი დაადასტურა!
პაულო დიბალა “რომას” ღირსებას დაიცავს. გაფორმებული ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია “ჯალოროსიმ” ოფიციალურად დაადასტურა. რომაული კლუბის Twitter-ის გვერდზე პოსტი გავრცელდა, რომელშიც არგენტინელი ვარსკვლავი 21-ნომრიანი მაისურით პოზირებს. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დიბალა ლეგენდარული ფრანჩესკო ტოტის 10-ნომრიან მაისურს მოირგებდა. გავრცელებული ინფორმაციით, პაულო დიბალამ რომაულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და “რომას” ღირსებას 2025 წლის ივნისამდე დაიცავს. გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, არგენტინელი […]
მატიას დე ლიხტი მიუნხენის ბაიერნში ითამაშებს
ტურინის ,,იუვენტუსის” ყოფილი მცველი, მატიას დე ლიხტი კარიერას ,,ბაიერნში” გააგრძელებს. ინფორმაციას ,,რეკორდმაისტერის” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 22 წლის ფეხბურთელმა მიუნხენურ გრანდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ,,ბაიერნს” ნიდერლანდელის ტრანსფერი 70 მილიონი ევრო დაუჯდა, რასაც ბონუსების სახით 10 მილიონი დაემატება. ,,ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდი გუნდის ფეხბურთელი გავხდი. ბაიერნი არის ყველაზე წარმატებული კლუბი გერმანიაში და, ასევე, ერთ-ერთი ყველაზე […]
ფაბრიციო რომანო: პაულო დიბალა რომას ფეხბურთელია!
გავლენიანი იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პაულო დიბალა რომაული გრანდის ღირსებას დაიცავს. რომანოს მტკიცებით, დიბალას ტრანსფერში გადამწყვეტი როლი ჟოზე მოურინიომ ითამაშა, რომელმაც არგენტინელ ვარსკვლავს პირადად დაურეკა და “რომას” სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა. მოურინიოსა და დიბალას შორის შემდგარი საუბრის შემდეგ, ამ უკანასკნელმა “ჯალოროსის” რიგებში ასპარეზობის სურვილი გამოთქვა. პაულო დიბალა რომაულ კლუბთან 3-წლიან […]
პოგბა იუნაიტედზე: “რთულია, როცა ყოველწლიურად მწვრთნელი იცვლება”
“იუვენტუსში” გადასვლის შემდეგ, პოლ პოგბამ “მანჩესტერ იუნაიტედში” გატარებული პერიოდი შეაფასა. “მჯერა, რომ “იუვენტუსში” დაბრუნება ჩემთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. “მანჩესტერ იუნაიტედი”? ძალიან რთულია ადაპტაცია იმ გუნდთან, რომელიც მთავარ მწვრთნელს ყოველწლიურად იცვლის. გარდა ამისა, მქონდა ტრავმები, რომლებმაც ჩემს მენტალიტეტზე დიდი გავლენა იქონია. ახლა იმედი მაქვს, რომ სეზონს ჯანმრთელად დავიწყებ და […]
პოგბა: ,,იუვენტუსი იტალიაში კვლავ ნომერ პირველი კლუბია”
,,იუვენტუსის” ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, ტურინულ გუნდში დაბრუნებაზე ისაუბრა: ,,მიხარია, რომ დავბრუნდი. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ბედისწერის მჯერა და მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ. ყველაფერი ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც გინდა, მაგრამ მანჩესტერში გატარებული პერიოდით მაინც ბედნიერი ვარ, ახლა კი მხოლოდ დღევანდელ დღეზე ვფიქრობ. იუვენტუსს ყოველთვის ვაკვირდებოდი, მაშინაც, როცა ინგლისში ვთამაშობდი. ეს იტალიაში კვლავ […]
დი მარია: ,,იუვენტუსი იტალიის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია”
,,იუვენტუსის” ახალვწეულმა, ანხელ დი მარიამ, ტურინულ გუნდში გადასვლაზე ისაუბრა: ,,იუვენტუსი იმიტომ ავირჩიე, რომ ეს იტალიის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია და ბევრი ტიტულის მოგების შესაძლებლობა აქვს. ვიცი, რომ იუვე ძლიერი კლუბია და მინდა, მისი ნაწილი ვიყო. თუ მათ გამიფორმეს, ეს იმას ნიშნავს, რომ გამოწვევებს თავს გავართმევ,” – დი მარიას სიტყვებს იუვენტუსის ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს. დი მარიამ გასული […]
ოფიციალურად: პოლ პოგბა იუვენტუსის ფეხბურთელია
პოლ პოგბა ტურინის “იუვენტუსს” დაუბრუნდა – ფრანგმა ნახევარმცველმა “ბებერ სინიორასთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი სატრანსფერო ისტორია უნიკალურია: 2012 წელს, ახალგაზრდა მოთამაშე “მანჩესტერ იუნაიტედმა” დაიწუნა და იტალიაში სრულიად უფასოდ გაუშვა. 4 წლის შემდეგ, “მანჩესტერმა” მის სანაცვლოდ “იუვენტუსს” €105 მილიონი გადაუხადა, ისტორია კი კვლავ განმეორდა – თავისუფალი აგენტის სტატუსით, პოგბა კვლავ “იუვეს” შეუერთდა. ცნობილია, რომ “მანჩესტერი” პოგბას […]
იუვენტუსმა დი მარიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა
ანხელ დი მარია კარიერას “იუვენტუსში” გააგრძელებს. ინფორმაცია ტურინულმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა. არგენტინელი ფეხბურთელი იტალიაში ახლახანს ჩაფრინდა და მალე სამედიცინო შემოწმებასაც გაივლის. “იუვენტუსმა” დი მარიას დამატება უფასოდ მოახერხა. როგორც იცით, 7-წლიანი პარიზული კარიერის შემდეგ, 34 წლის ვინგერმა “პსჟ” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. გარდა დი მარიასა, “ბებერი ქალბატონები” ზაფხულში პოლ პოგბას ტრანსფერის განხორციელებასაც გეგმავენ. ანხელმა საფრანგეთში თამაშისას […]
“ნაპოლიმ ტალანტი იუვეს, მილანს და სხვა გრანდებს წაართვა” – რას წერს იტალიური მედია კვარაცხელიას ტრანსფერზე?
საქართველოს ნაკრების შემტევი ხვიჩა კვარაცხელია იტალიური “ნაპოლის” ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა. 1 ივლისს 21 წლის ქართველი ნეაპოლში უნდა ჩავიდეს და გუნდს შეუერთდეს, უახლოეს პერიოდში კი მისი წარდგენის ოფიციალური ნაწილიც უნდა შესრულდეს. კვარაცხელიას ტრანსფერს იტალიური მედია აქტიურად ეხმაურება და რამდენიმე საინტერესო სტატიასაც აქვეყნებს. “ნაპოლიმ” იყიდა ფეხბურთელი, რომელიც წარსულში ერთი ნაბიჯით იყო დაშორებული “იუვენტუსისგან” და მასთან კონტრაქტის გაფორმება […]
სერია ა-ს 2021-2022 წლების სეზონში სატელევიზიო უფლებების გაყიდვით ,,ინტერმა” 84,2 მილიონი ევრო გამოიმუშავა, რაც იტალიის ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია. გამომუშავებული თანხები დამოკიდებულია სტადიონზე მაყურებელთა დასწრებისა და DAZN-ის პლატფორმაზე მატჩების ნახვების რაოდენობაზე, ასევე, გუნდების სპორტულ შედეგებზე. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ,,ნერაძურიმ” მიღებული თანხიდან (84,2 მილიონიდან) 17,6 მილიონი ევრო გამოიმუშავა როგორც საუკეთესო დასწრების მქონდე გუნდმა. მეორე ადგილზე […]
პოლ პოგბა ტურინში რონალდუს ყოფილ სახლში იცხოვრებს
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, პოლ პოგბა ტურინის ,,იუვენტუსში” დაბრუნების შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუს ყოფილ სახლში იცხოვრებს. ინფორმაციას Corriere della Sera ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 1000-კვადრატულმეტრიანი სახლი პორტუგალიელ ვარსკვლავს 2021 წლის აგვისტომდე ჰქონდა დაქირავებული. ვილას სპორტული დარბაზი, სპა, საცურაო აუზი, საუნა, ოთხი საძინებელი, მომსახურე პერსონალის ოთახი, უზარმაზარი პარკი და დიდი ავტოფარეხი აქვს. პოგბა ტურინის ,,იუვენტუსს” თავისუფალი აგენტის სტატუსით […]