გუნდების ბოლო ათწლეულის რეიტინგი ჩემპიონთა ლიგაზე
“უეფამ” გამოაქვეყნა ბოლო ათწლეულის საუკეთესო გუნდების რეიტინგი. არ არის გასაკვირი, რომ რეიტინგს მადრიდის “რეალი” ლიდერობს. კარლო ანჩელოტიმ 2014 წელს მადრიდელებს რიგით მე-10 თასი მოაგებინა და ისტორიაში შევიდა. ამის შემდეგ ზინედინ ზიდანმა მოახდინა სასწაული და “რეალს” ლიგა 3-ჯერ ზედიზედ მოაგებინა. გთავაზობთ რეიტინგს ქულების მიხედვით. როგორც ხედავთ მე-2 ადგილზე გერმანული გრანდია 244 ქულით, ხოლო მესამე ადგილს “ბლაუგრანა” […]
ნერეშმა წონასწორობა აღადგინა (ვიდეო)
რონალდუმ სამპდორიასთან პენალტი გააფუჭა (ვიდეო)
რონალდუსა და კუადრადოს დაპირისპირება იუვენტუსის გასახდელში | VIDEO
ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის პლეი-ოფში, “პორტოს” წინააღმდეგ გამართული მატჩის დროს, კრიშტიანუ რონალდუ და ხუან კუადრადო ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ინციდენტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. პორტუგალიური კლუბის წინააღმდეგ ნაჩვენები შედეგით, კრიშტიანუ რონალდუ უკმაყოფილო იყო და თანაგუნდელებს მეტი მონდომებისაკენ მოუწოდებდა. რონალდუსა და კაუდრადოს სიტყვიერი დაპირისპირების განმუხტვა ანდრეა პირლოს მოუხდა. რონალდუ: “თავდაუზოგავად უნდა ვიშრომოთ. ეს რა […]
რეალის სამარცხვინო საქციელი
მადრიდის “რეალის” გუშინდელი საქციელი სოციალურ ქსელებში განხილვის საგნად იქცა, საქმე იმაშია რომ “სამეფო კლუბმა” გუშინ, კლუბის ლეგენდას კრიშტიანუ რონალდუს დაბადების დღე სოციალური ქსელის მეშვეობით არ მიულოცა რაც სწრაფადვე შეფასდა სამარცხვინო და არასწორ საქციელად. რონალდუს, 34 წლის იუბილე სიყრმის გუნდმა “სპორტინგმა”, ამჟამინდელმა კლუბმა “იუვენტუსმა”, “მანჩესტერ იუნაიტედმა” და პორტუგალიის ნაკრებმა მიულოცა, ანუ ყველამ სადაც კი მას უთამაშია, […]
იუვენტუსი 1:0 ინტერი (მიმოხილვა)
რონალდუმ სერია ა-ში მორიგი გოლი გაიტანა (ვიდეო)
რონალდუ მესისთან კონკურენციაზე საუბრობს
კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ ის ლეო მესის კარიერის დიდი თაყვანისმცემელია. 35 წლის პორტუგალიელი ყოველთვის უარყოფდა იმ ფაქტს, რომ მასსა და არგენტინელს შორის მოედნის გარეთ რაიმე სახის დაპირისპირებაა. “მე ძალიან აღფრთოვანებული ვარ იმ კარიერით, რომელიც ლეოს აქვს. მესიმ განაცხადა, რომ ლა ლიგიდან ჩემმა წასვლამ ძალიან შეაწუხა, რადგან ის ჩვენს შორის არსებულ კონკურენციას აფასებს. ეს საკმაოდ სასიამოვნო […]
იუვენტუსი მანჩესტერს პოგბას სანაცვლოდ ძირითადის სამ ფეხბურთელს სთავაზობს
იტალიურ პრესაზე დაყრდნობით, ტურინის “იუვენტუსს” სერიოზულად აქვს განზრახული “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი, პოლ პოგბა დაიბრუნოს, რომელიც ინგლისურ გუნდში 2 წლის წინ გადავიდა. მანამდე კი 4 წლით ადრე, სწორედ “წითელი ეშმაკების” რიგებიდან შეუერთდა იგი “ბებერ ქალბატონს”. მასიმილიანო ალეგრისა და “იუვენტუსის” ხელმძღვანელობას სჯერა, რომ ისინი ინგლისელთა ბარტერზე დაყოლიებას შეძლებენ და მათ საკმაოდ საინტერესო წინადადებასაც სთავაზობენ. “ეშაკები” პოგბას სანაცვლოდ […]
მბაპემ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები დაასახელა
“პსჟ-ს” თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფავორიტები დაასახელა. “იუვენტუსი” პირველ რიგში უნდა ვახსენოთ, რადგან მათ თავიანთი შესაძლებლობები ბოლო წლებში კარგად დაამტკიცეს და ორჯერ ფინალში გავიდნენ. თუმცა, ტურნირის მოსაგებად რაღაც დააკლდათ, ახლა კი, რონალდუსთან ერთად, მათი შანსები გაორმაგდა. ეს არის ფეხბურთელი, რომელსაც მნიშვნელოვანი მატჩების მარტოს მოგება შეუძლია. ასე რომ, ამ სეზონში იუვენტუსი კვლავ ტურნირის […]
რონალდუ: “მესიზე უკეთესი ფეხბურთელი ვარ”
კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისათვის იბრძვიან. არაერთი გულშემატკივრის აზრით, პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი ლეო მესია – თუმცა საკმაოდ ბევრი მიიჩნევს, რომ რონალდუა საუკეთესო. როგორც საკლუბო, ასევე ინდივიდუალურ დონეზე ორივე მათგანმა არაერთი ტიტული მოიპოვა და არაერთი რეკორდი დაამყარა. რონალდუმ და მესიმ 5-5-ჯერ შეძლეს ოქროს ბურთის მოპოვება. კრიშტიანუ რონალდუ მიიჩნევს, რომ იგი მესიზე […]
7 ბრაზილიელი ფეხბურთელი ევროპაში, რომლებიც მალე დიდ გუნდებში ითამაშებენ
ცნობილმა გამოცემა “ბლიჩერმა” გამოაქვეყნა იმ 7 ბრაზილიელის სია, რომლებიც მალე დიდ გუნდებში ითამაშებენ. 7. გაბრიელ მაგალაჰესი – 22 წლის, ცენტრალური მცველი – “ლილი” გაბრიელი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ცენტრალური მცველი გახლავთ. მისი ძლიერი ფეხი მარცხენაა, რაც თანამედროვე ფეხბურთში საკმაოდ იშვიათია. ბევრ გუნდს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ დაცვის ცენტრში მარცხენა ფეხით მოთამაშე მცველი ჰყავდეს. ბრაზილიელი ფეხბურთელი […]