დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ მარიო მანჯუკიჩმა “იუვენტუსი” დატოვა. 33 წლის ხორვატი თავდამსხმელი კარიერას აზიაში გააგრძელებს. როგორც ცნობილია, მარიო ყატარის ჩემპიონატში, კერძოდ კი, “ალ დუჰაილში” ითამაშებს. მანჯუკიჩი, რომელიც 4 სეზონის განმავლობაში “იუვეს” ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო, წელს სათამაშო დროს საერთოდ ვერ იღებდა. ხორვატმა ბოლოს ტურინელთა მაისური 19 მაისს, “ატალანტასთან” მოირგო და გოლის გატანაც მოახერხა. ვრცელდება ინფორმაცია […]