ანხელ დი მარია იუვენტუსში გადასვლას დათანხმდა
არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევი, ანხელ დი მარია, კარიერას ტურინის ,,იუვენტუსში” გააგრძელებს. ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 34 წლის ფეხბურთელმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და მალე ,,ბებერ ქალბატონებთან” ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. არგენტინელის ანაზღაურება ახალ გუნდში 7 მილიონი ევრო იქნება. რამდენიმე დღის წინ, დი მარიამ განაცხადა, რომ ,,იუვენტუსი” იტალიის ყველაზე დიდი გუნდია. დი მარიამ გასული […]
პოლ პოგბა იუვენტუსში ბრუნდება
6 წლის შემდეგ პოლ პოგბა “ბებერ ქალბატონს” უბრუნდება. ივნისის ბოლოს ფრანგი ნახევარმცველის კონტრაქტი “მანჩესტერ იუნაიტედთან” იწურება და საბოლოოდ დატოვებს კლუბს. შეგახსენებთ, რომ პოგბა მანჩესტერულ კლუბში 89,3 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა და ახლა ის “იუვენტუსს” უფასოდ შეუერთდება. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პოლი იტალიაში ორ კვირაში ჩაფრინდება. იყო “რეალისა” და “პარი-სენ ჟერმენის” შემოთავაზებებიც, თუმცა ფრანგმა იტალიაში დაბრუნება არჩია. […]
ინტერი დიბალას ტრანსფერს რამდენიმე დღეში დაადასტურებს
ტურინის ,,იუვენტუსის” ყოფილი ფეხბურთელი, პაულო დიბალა კარიერას ,,ინტერში” გააგრძელებს. მილანური გუნდი 28 წლის შემტევის ტრანსფერს ოფიციალურად მომავალ კვირას, 20 ან 21 ივნისს, დაადასტურებს. იტალიური პრესის ცნობით, ,,ნერაძურის” პრესსამსახური თავდამსხმელის პრეზენტაციისთვის განსაკუთრებულ ვიდეოს ამზადებს. დიბალამ ,,ინტერთან” 4-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა და ახალ გუნდში ხელფასის სახით სეზონში 8 მილიონ ევროს მიიღებს. არგენტინელი ,,იუვენტუსში” 2015 წელს ,,პალერმოდან” გადავიდა. მის […]
დი მარიას ტრანსფერი იუვენტუსში შესაძლოა ჩაიშალოს
არგენტინელი ფეხბურთელი, ანხელ დი მარია გასული სეზონის ბოლოს, “პსჟ”-სთან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, თავისუფალი აგენტი გახდა. გამოცდილი ვინგერის დამატებით ყველაზე მეტად დაინტერესებული “იუვენტუსია”. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერის ალბათობა დიდი იყო, დღეს იტალიელმა ჟურნალისტმა მატეო მორეტომ განაცხადა, რომ ანხელის ტრანსფერი “იუვენტუსში” ჩავარდნის პირასაა, რადგან ფეხბურთელს, გარკვეული პირადი მიზეზების გამო, ხელშეკრულების გაფორმება არ სურს. თავად დი მარია შესაძლო […]
ალეგრი: ,,რაღაც მომენტში დიბალას ეგონა, რომ მესი იყო”
,,იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, პაულო დიბალაზე ისაუბრა, რომელიც ზაფხულში ტურინულ გუნდს დატოვებს: ,,დიბალა საკუთარ თავს უნდა დაუბრუნდეს. რაღაც მომენტში პაულოს ეგონა, რომ ახალი მესი იყო. არ შეიძლება ვინმეს კოპირება ან ვინმეს მიბაძვა. დიბალას შეუძლია, ფეხბურთს ბევრი მისცეს, მას გამორჩეული ტექნიკური თვისებები აქვს. მან საკუთარი თავი უნდა იპოვოს,” – ალეგრის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს. პაულო დიბალა […]
პოლ პოგბა იუვენტუსში ბრუნდება
,,მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი, პოლ პოგბა კარიერას ტურინის ,,იუვენტუსში” გააგრძელებს. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ალფრედო პედულა ავრცელებს. წყაროს ცნობით, ფრანგი ფეხბურთელი ,,ბებერ ქალბატონებს” ხელშეკრულების დეტალებზე უკვე შეუთანხმდა და ტრანსფერი მალე ოფიციალურად დადასტურდება. ნახევარმცველით, ასევე, ,,პარი სენ ჟერმენიც” ინტერესდებოდა. პოგბა ,,იუვენტუსში” 2012-2016 წლებშიც თამაშობდა და ტურინულ კლუბთან ერთად სერია ა 4-ჯერ მოიგო. გასულ სეზონში 29 წლის ფეხბურთელმა ,,მანჩესტერ […]
“რეინჯერსმა” ბრწყინვალე ევროპული სეზონი შემოგვთავა და UEFA-ს ევროპა ლიგის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ფინალში “აინტრახტთან” დამარცხდა. შოტლანდიურ კლუბს საკუთარი დიდების დარბაზში, ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის თასის დაბინავება შეეძლო, მაგრამ საფეხბურთო ფორტუნა მოწინააღმდეგის მხარეს აღმოჩნდა. 1972 წელს, თასების მფლობელთა თასის მოგების შემდეგ, “რეინჯერსი” ევროპულ ტიტულთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა და ფინალში მარცხის […]
პაულო დიბალამ იუვენტუსიდან წასვლა დააანონსა
,,იუვენტუსის” შემტევი, პაულო დიბალა, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ტურინულ გუნდს დატოვებს. არგენტინელმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ,,ბებერი ქალბატონების” ქომაგებს მიმართა: ,,სწორი სიტყვების მოძებნა რთულია, ამდენი წელი და ამდენი ემოცია… მეგონა, რომ ერთად კიდევ უფრო დიდ ხანს ვიქნებოდით, მაგრამ ბედი სხვადასხვა გზაზე გვაყენებს. არასოდეს დამავიწყდება ყველაფერი, რაც აქ გამოვცადე, ყოველი თამაში, ყოველი გოლი. […]