საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა და ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია კარიერას ბრატისლავის “სლოვანში” გააგრძელებენ. ბოლო პერიოდის განმავლობაში გავრცელებული ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა – გამოცდილი ქართველი ლეგიონერები ეროვნული გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის მიერ გაწვრთნილ გუნდში ითამაშებენ. 33 წლის ცენტრალური მცველი და 35 წლის ნახევარმცველი ბოლოს, შესაბამისად, თბილისის “ლოკომოტივსა” და ფრანგულ “ვალენსიენში” გამოდიოდნენ, ახლა კი სლოვაკეთის […]