საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, გიორგი წიტაიშვილმა თავის კარიერულ მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. „ბევრი საუბარია და ბევრი ვარიანტი შეიძლება იყოს, მაგრამ ვერაფერს ვიტყვი, რადგან ჩემს მომავალზე გადაწყვეტილებას კიევის “დინამოს” ხელმძღვანელობა მიიღებს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ შვებულების შემდეგ კიევში ვბრუნდები და რა იქნება შემდეგ, უკვე იქ გავარკვევ. “ჩერნომორეცი?” დიდი ხანია არ მითამაშია და ეს იყო ჩემი […]