,,პარმას” მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის” გოლკიპერზე, ჯიჯიო დონარუმაზე ისაუბრა: ,,ჩემი აზრით, დონარუმას შეუძლია, რომ ,,ოქროს ბურთის” მფლობელი გახდეს. მისი თვისებებიდან და შედეგებიდან გამომდინარე, ის ამ ჯილდოს მიღების ერთ-ერთი პრეტენდენტია. როცა 18 წლის ვიყავი, მითხრეს: ,,შენ შეგიძლია, ლევ იაშინის შემდეგ, ისტორიაში საუკეთესო მეკარე გახდე.” მე კი ვუპასუხე: ,,რატომ იაშინის შემდეგ? […]