ლეგენდები კლუბში რჩებიან – ჯიჯიმ და ჯორჯომ იუვესთან გაახანგრძლივეს
ტურინის “იუვენტუსის” ორმა თილისმამ ჯანლუიჯი ბუფონმა და ჯორჯო კიელინიმ კლუბთან კონტრაქტი კიდევ 1 წლით გაახანგრძლივეს. 43 წლის მეკარე და 37 წლის ცენტრალური მცველი “ბებერ ქალბატონში” 2021 წლის ზაფხულამდე ითამაშებენ. “ბიანკონერის” ხელმძღვანელობაში განაცხადეს, რომ ახალი კონტრაქტები იტალიელი ფეხბურთელების ერთგულებისა და მათი სათამაშო ხარისხისთვის ჯილდოს წარმოადგენს. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერი “ზებრებში” 2001-18 წლებში თამაშობდა, პსჟ-ში ერთწლიანი […]
ხუან კუადრადო: “ჩვენ მოსაგებად გამოვედით, ნაპოლი კი მხოლოდ თავს იცავდა”
ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა ხუან კუადრადომ იტალიის თასის ფინალში, “ნაოპოლისთან“, პენალტების სერიაში მარცხის (0:0, 2:4) შემდეგ, მეტოქე გუნდის სათამაშო სტილი გააკრიტიკა. “ჩვენ მოედანზე მატჩის მოსაგებად შევედით, მეტოქე კი 11 კაცით თავის დაცვას ცდილობდა. ძნელი იყო მოედანზე თავისუფალი ადგილის პოვნა. ახლა მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ მოუთმენლად ველოდოთ სერია A-ს და ჩემპიონთა ლიგის განახლებას, სადაც წარმატებას უნდა მივაღწიოთ. […]
5 ვარსკვლავი, რომელიც ვენგერმა ვერ შეიძინა
ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი, რაც არსენ ვენგერზე საუბრისას გვახსენდება, ტალანტების აღმოჩენისა და მათი განვითარების ნიჭია – ფრანგ სპეციალისტს ეს ნამდვილად არ ეშლებოდა. ტიერი ანრი, პატრიკ ვიეირა, რობერ პირესი, მარკ ოვერმარსი, სესკ ფაბრეგასი, კოლო ტურე, ფრედერიკ ლიუნგბერგი, ემანუელ პეტი, ნიკოლა ანელკა და სხვები – ეს იმ ფეხბურთელების მოკლე ჩამონათვალია, რომლებიც ვენგერმა, უმეტესწილად, მიზერულ თანხად შეიძინა. სწორედ ამ […]
ბუფონის ყველა “სეივი” 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე (ვიდეო)
რატომ წავიდა ბუფონი პსჟ-ში?
ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, მის თავს ბოლო წლებში დატრიალებულ მოვლენებზე ისაუბრა. იტალიის ნაკრების ყოფილმა კარის დარაჯმა განმარტა, თუ რატომ წავიდა იგი “იუვენტუსიდან” “პსჟ-ში” და შემდეგ უკან დაბრუნდა. “იუვეში” დაბრუნება ბუნებრივი და მოსალოდნელიც კი იყო. პარიზში შესანიშნავი წელიწადი გავატარე, ეს ტოქსინებისგან გათავისუფლებისთვის მჭირდებოდა. “პარი სენ-ჟერმენში” ყოფინისას “იუვენტუსის” პრეზიდენტთან, სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიცისთან და […]
პატარა ჯიჯი დიდის ნაცვლად?
კორონავირუსის გავრცელების და შეწყვეტილი ტურნირების პარალელურად, ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა გუნდის გაძლიერებაზე მაინც ზრუნავს. “ბებერი ქალბატონის” მმართველები ზაფხულში მეკარის პოზიციაზე ცვლილებებს გეგმავენ. “ბიანკონერი” “მილანის” და იტალიის ნაკრების ახალგაზრდა კარის დარაჯის ჯანლუიჯი დონარუმას დამატებას აპირებს. იტალიის ბოლო 8 სეზონის ჩემპიონმა მიზანს შესაძლოა ყველაზე იოლი გზით მიაღწიოს. 21 წლის გოლკიპერს მშობლიურ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში უმთავრდება, “როსონერის” […]
ბუფონის აგენტი: “მარტში ჯიჯის მომავალზე ვიმსჯელებთ”
ლეგენდარული მეკარის ჯანლუიჯი ბუფონის აგენტმა სილვიო მარტინამ 42 წლის გოლკიპერის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. “არ ვიცი, რას გააკეთებს ჯიჯი უახლოეს მომავალში, მაგრამ ერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ მარტის დასაწყისში ჩვენ კლუბის წარმომადგენლებს შევხვდებით და ამ საკითხზე ვიმსჯელებთ. ჯანლუიჯი 42 წლისაა, მაგრამ ჯანმრთელობაზე ზრუნავს და თავს კარგად გრძნობს, “იუვენტუსში” კი ბედნიერია. ბევრი წლის წინ, ჯიჯიმ […]
13 მოქმედი ფეხბურთელი, რომელთაც დებიუტი 1990-იან წლებში ჰქონდათ
ფეხბურთში საშუალო ასაკმა იკლო. 30-წლიანი ნიშნულის მიღწევის შემდეგ, ფეხბურთელების უმეტესობა კარიერის დასრულებასა და სამომავლო გეგმებზე ფიქრს იწყებს, მაგრამ დღემდე არსებობენ ისეთი ფიგურები, რომელთაც სპორტის ამ სახეობასთან აქტიური კავშირის გაწყვეტა უჭირთ, ვისთვისაც ფეხბურთთან გამოთხოვება უმძიმესია. ჯანლუიჯი ბუფონი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და სხვები ის ადამიანები არიან, რომლებმაც პროფესიონალურ დონეზე თამაში 1990-იან წლებში დაიწყეს და გულშემატკივრების გახარებას დღემდე ახერხებენ. […]
ბუფონი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეორეა
ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდარულმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა. ლევერკუზენის “ბაიერთან” ჯიჯიმ კარი მშრალად შეინახა, მისმა გუნდმა კი მეტოქეს ორი გოლი გაუტანა და ჯგუფი პირველი ადგილით დაასრულა. იტალიელი გოლკიპერი ისტორიაში მეორე ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ოდესმე ჩემპიონთა ლიგაში უთამაშია. გერმანულ კლუბთან დაპირისპირების დროს, ჯიჯი 41 წლის და 317 დღის იყო, პირველ […]
ჯანლუიჯი ბუფონის საოცარი სეივი ბოლო წამებზე (ვიდეო)
ბუფონი: “იუვენტუსი ერთადერთი გუნდია, სადაც სკამზე ვიჯდებოდი”
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ ჯანლუიჯი ბუფონმა თქვა, რომ ტურინის “იუვენტუსი” ერთადერთი კლუბია, რომელშიც სათადარიგო მეკარეობას დათანხმდებოდა. “გულშემატკივრების ნაწილი გაკვირვებულია “იუვენტუსში” ჩემი ახალი როლით, თუმცა მე ვაცნობიერებ, რომ იმ ერთადერთ კლუბში ვარ, რომელშიც სათადარიგო მეკარეობას დავთანხმდებოდი. მოხარული ვარ, რომ იმ ადამიანებთან დავბრუნდი, რომელთან ერთადაც საფეხბურთო მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ ძალიან ბევრი რამ გამოვიარე. სასიამოვნოა ტურინელ ქომაგთან […]