პოცეკომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ემოციურად აღნიშნა | VIDEO
გუშინდელ შეხვედრაში იტალიის ნაკრებმა საქართელოს წინააღმდეგ 84:85 იმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა გაინაღდა. იტალიელთა მწვრთნელმა ჯანმარკო პოცეკომ ეს მოგება საკმაოდ ემოციურად აღნიშნა. შეგახსენებთ, რომ საქართველო 4 მოგებითა და 4 წაგებით სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზეა, იგივე შედეგი აქვს ისლანდიასაც, რომელიც ჩვენი ნაკრების მთავარი კონკურენტია. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს სამი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.
ჯანმარკო პოცეკო: “ევრობასკეტზე საუკეთესო კალათბურთი ვაჩვენეთ”
იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჯანმარკო პოცეკომ მისი კალათბურთელები, საფრანგეთთან მარცხის შენდეგ, შეაქო და თქვა, რომ მათით ამაყობს. “მე ნამდვილად ვამაყობ ჩემი კალათბურთელებით. ყველამ ნახა თამაში და მათი კლასი ნათლად გამოჩნდა. მე მიყვარს ჩემი მოთამაშეები. რაც მათ ევრობასკეტზე აჩვენეს, საოცარია. ისინი პირველივე დღიდან ყველა ვარჯიშზე მიზნის მისაღწევად იბრძოდნენ. ამის გამო მათ ყველას პატივს ვცემ. მე ნამდვილად ვამაყობ […]
საფრანგეთმა იტალია 1/4 ფინალური ეტაპიდან გამოთიშა
დღეს ევრობასკეტზე 1/4 ფინალური ეტაპის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს იტალია და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ. ფრანგები პირველ ტაიმში კარგად გამოიყურებოდნენ და შეხვედრის საწყისი ნახევარი 7 ქულიანი უპირატესობით მოიგეს. თუმცა, მათი მეტოქეები მეორე ტაიმში პარკეტზე ძალიან მოტივირებულნი გამოვიდნენ. ჯანმარკო პოცეკომ გუნდის თამაშში გარდამტეხი ცვლილებები შეიტანა და მესამე მეოთხედში იტალიამ არაჩვეულებრივად ითამაშა, რომელიც ფრანგებს 13 ქულით მოუგეს. […]