საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა – ჯანო ანანიძემ, ცნობილ რუსულ სპორტულ გამოცემასთან “Sport-Express”-სთან, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “მე ვიცი, რა ვარიანტები აქვს მას. დიახ, ეს არის ტოპ ინგლისური კლუბები. მაგრამ ვფიქრობ, რომ კვარა “ნაპოლიში” მინიმუმ კიდევ ერთი წლით უნდა დარჩეს: მოიგოს იტალიის ჩემპიონატი და ყველას დაუმტკიცოს, რომ იგი საუკეთესოა. შემდეგ კი მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში […]
ჯანო ანანიძე: “საქართველოში საფეხბურთო აკადემიის შექმნას ვაპირებ”
აწ უკვე ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ, რუსულ გამოცემა Championat-თან საუბრისას კარიერის დასრულების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. “ახლა მინდა საქართველოში ჯანო ანანიძის სახელობის აკადემია შევქმნა. აქ იზრდებიან ძალიან ნიჭიერი ბავშვები. მინდა დავეხმარო მათ ფეხბურთში გარდამავალი ასაკის უფრო მარტივად გადალახვაში. რომ შევაჯამოთ, მე მქონდა ღირსეული კარიერა. საქართველოში ყველგან დავდივარ, ყველა მეუბნება მადლობა ფეხბურთის თამაშისთვის. ადრე […]
“ჰალის” მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ, Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა – საქართველოს ნაკრების ბომბარდირმა ჯანო ანანიძე გაამხნევა, რომელმაც კარიერა ნაადრევად, 29 წლის ასაკში დაასრულა. “ჯანო, გულდასაწყვეტია, რომ კარიერის ნაადრევად დასრულება გიწევს. განსაკუთრებული იყავი მოედანზეც და განსაკუთრებული ხარ მოედნის მიღმაც. ყველა წამოწყებაში წარმატებას გისურვებ, შენს გვერდით მიგულე”, – ვკითხულობთ პოსტში. ანანიძე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლებოდა. […]
ჯანო ანანიძემ საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა
რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე საფეხბურთო კარიერის დასრულებას აპირებს. sport-express-ის ინფორმაციით, ქრონიკული ტრავმები და მუდმივი რეციდივები 29 წლის ქართველისთვის კარიერის ნაადრევად დასრულების მიზეზი გახდა. ანანიძემ კარიერა მოსკოვის “სპარტაკში” დაიწყო და რუსული კლუბის მთავარი გუნდის მაისურით ყველა ტურნრიზე ჩატარებულ 146 შეხვედრაში 16 გოლის გატანა და 17 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. იგი […]
“რეაბილიტაციისთვის საკმაო პერიოდი დასჭირდა და გუნდს ვერ დაეხმარა” – დინამო თბილისი ჯანო ანანიძეს დაემშვიდობა
საქართველოს ბოლო ორი სეზონის ჩემპიონმა გუნდმა, დინამო თბილისმა ჯანო ანანიძის გუნდიდან წასვლასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. “დინამო თბილისი ჯანო ანანიძეს დაემშვიდობა, რომელიც კლუბში 2021 წლის აპრილში ჩაირიცხა და მას შემდეგ, დღემდე მხოლოდ ერთი მატჩი (26 წუთი) ჩაატარა. 29 წლის ნახევარმცველს საკმაო პერიოდი დასჭირდა რეაბილიტაციისთვის, გუნდს ვერ დაეხმარა ევროტურნირებზე გასამართ მნიშვნელოვან მატჩებში და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი […]
12 ოქტომბერი: დღე საქართველოს ნაკრების ისტორიაში
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები პრიშიტინაში კოსოვოს დაუპირისპირდება. შეხვედრა 12 ოქტომბერს გაიმართება. ეს თარიღი კი ჩვენი ნაკრების ისტორიაში არცისე წარმატებულია. საქართველოს ეროვნული გუნდს ამ თარიღით ისტორიაში სულ 6 შეხვედრა აქვს გამართული, საიდანაც 3 წააგო, სამში კი ფრე ითამაშა. დეტალურად 12 ოქტომბრის სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება: 1994 მეტოქე: ბულგარეთის ნაკრები ტურნირი: 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის […]
კოსოვო – საქართველოს მატჩის მსაჯის ვინაობა ცნობილია
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები პრიშიტინაში კოსოვოს დაუპირისპირდება. უკვე ცნობილია, რომ შეხვედრას პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი: პაველ რაჩკოვსკი მთავარი არბიტრის ასისტენტები: რადოსლავ სიეკა, ადამ კუპსიკი VAR-ის არბიტრები: ტომაშ კვიატოვსკი, კრჟიშტოფ იაკუბიკი საინტერესოა, რომ მთავარ მსაჯს, რომელიც 38 წლისაა და უმაღლეს დონეზე 2010 წლიდან მუშაობს, აქამნდე ქართულ ფეხბურთთან შეხება ორჯერ ჰქონდა. პირველად […]
არშემდგარი ტრანსფერი: ჯანო ანანიძის შეძენა მანჩესტერ სიტის სურდა!
რუსი საფეხბურთო აგენტი, ალან პრუდნიკოვი, რომელიც წარსულში მოსკოვის “სპარტაკში” მუშაობდა, რუსულ მედიასთან ინტერვიუსას საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, ჯანო ანანიძის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ წლების წინ, მას “მანჩესტერ სიტიში” გადასვლის შესაძლებლობა ჰქონდა. “ვიპოვე კლუბი, რომელიც მზად იყო მის საყიდლად. ჯანო გიჟურად ნიჭიერი ბავშვი იყო. 14 წლის ასაკიდან მას ვუყურებდი. ეს კლუბი “მანჩესტერ სიტი” იყო. მათ ჯანოს ყიდვა […]
ჯანო ანანიძე ისევ ტრავმირებულია
“დინამო თბილისის” და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე კვლავ ტრავმირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბოლო ორი სეზონის ჩემპიონი გუნდის მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძე ავრცელებს. 53 წლის სპეციალისტმა 13 სექტემბერს კლუბის საწვრთნელ ბაზაზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ მან “ლურჯ-თეთრებთან” კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა. როგორც ცნობილი ხდება, 28 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც ბოლო რამდენიმე თვის […]
“ჯანოს, საუკეთესო სურვილებით” – ნეიმარის საჩუქარი ანანიძეს | PHOTO
ჯანო ანანიძემ ნეიმარისგან ავტოგრაფიანი მაისური მიიღო. ამის შესახებ ფოტო ქართველმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. “ჯანოს, საუკეთესო სურვილებით,” – ვკითხულობთ “პსჟ”-სა და ბრაზილიის ნაკრების 10-იანის მიერ დაწერილ ტექსტში. შეგახსენებთ, რომ ანანიძე ცოტა ხნის წინ საქართველოში დაბრუნდა. 28 წლის ნახევარმცველი “დინამო თბილისში” ჩაირიცხა, თუმცა ტრავმა ჰქონდა და თამაშს ვერ ახერხებდა.
ცვლილებები ანორთოსისში: ქეცბაია ახალ ფეხბურთელებს საქართველოს ნაკრებიდან დაიმატებს
კვიპროსული მედია აქტიურად წერს, რომ ახალი სეზონის წინ, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ “ანორთოსისში” სერიოზული ცვლილებები იქნება. “უკვე ცნობილია, რომ ფამაგუსტურმა კლუბმა ქართველ მწვრთნელს ყველა მოთხოვნა დაუკმაყოფილა და ახალი გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზა, რომელსაც ქეცბაიამ ცელი მოაწერა, ახლა კი იგი ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. მოსამზადებელ პერიოდში გუნდში ბევრი ცვლილება იქნება და “ანორთოსისს” ხარისხისა და რაოდენობის გათვალისწინებით ბევრი ფეხბურთელი […]
2 ივნისი: დღე საქართველოს ნაკრების ისტორიაში
2021 წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2 ივნისს, რუმინეთის ქალაქ პლოიეშტის ილიე ოანას სტადიონზე, ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. საინტერესოა, როგორია აღნიშნული თარიღი საქართველოს ნაკრების ისტორიაში. თუ ისტორიას გადავხედავთ აღმოვაჩენთ, რომ “ჯვაროსნებისთვის” 2 ივნისი წარუმატებელი მატჩებით გახდა დასამახსოვრებელი და იმედი გვაქვს, რუმინეთთან მატჩში ეროვნული გუნდის ფეხბურთელები ნავსის გატეხვას მოახერხებენ. აქამდე, 2 ივნისს საქართველოს ნაკრებმა სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივე […]