ჯეიკ პოლისა და ნეით დიასის ბრძოლა ოფიციალურად ჩაინიშნა
UFC-ის ყოფილ მებრძოლს ნეით დიასსა და იუთუბერს, ახლა უკვე მოკრივეს, ჯეიკ პოლს შორის ბრძოლა ოფიციალურად ჩაინიშნა. მათი დაპირისპირება 5 აგვისტოს დალასში გაიმართება. ნეით დიასი გამოცდილი მებრძოლი, რომელსაც შთამბეჭდავი რეკორდი აქვს MMA-ში. UFC-ში ასპარეზობის დროს არაერთ კარგ მებრძოლს დაპირისპირებია, მათ შორის კონორ მაკგრეგორსაც, რომლის დამარცხებაც 2016 წელს შეძლო. ჯეიკ პოლს კრივში უკვე 6 პროფესიონალური ბრძოლა აქვს […]
ჯეიკ პოლმა MMA-ს სადებიუტო ბრძოლაში ნეით დიასი გამოიწვია
ჯეიკ პოლმა პროფესიონალ მებრძოლთა ლიგასთან (PFL) კონტრაქტი გააფორმა. ეს იმას ნიშნავს, რომ სულ მალე ამერიკელს MMA-ში ვიხილავთ. ბოლო ბრძოლაში 25 წლის პოლმა UFC-ის საშუალო წონის ყოფილი ჩემპიონი ანდერსონ სილვა დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დაპირისპირება არა ოქტაგონზე, არამედ რინგზე შედგა. მოსალოდნელია, რომ მისი დებიუტი 2023 წელს Super Fight დივიზიაში შედგეს. საინტერესოა, რომ UFC-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი […]
ჯეიკ პოლი PFL-ში იასპარეზებს
ჯეიკ პოლი მის ძალებს შერეულ საბრძოლო ხელოვნებაშიც გამოცდის. ამერიკელმა უკვე მოაწერა კონტრაქტს ხელი, რომელიც პრომოუშენში რამდენიმე ბრძოლის გამართვას ითვალისწინებს. აღნიშნული ინფორმაცია თავად პოლმა, New York Times-თან საუბრისას დაადასტურა. ჯერჯერობით, ცნოლი არ არის თუ როდის შედგება ჯეიკის დებიუტი MMA-ში, თუმცა, ESPN-სთან საუბრისას, PFL-ის თავმჯდომარემ დონ დევისმა განაცხადა, რომ პოლს ოქტაგონზე მომავალ წელს უნდა ველოდოთ.
წარუმატებელი კრიპტო ინვესტიცია – ჯეიკ პოლი გაკოტრების ზღვარზეა
კრიპტოვალუტის კურსის მკვეთრი ვარდნის შედეგად, ჯეიკ პოლი გაკოტრების ზღვარზეა. აღნიშნულ ინფორმაციას, ცნობილი იუთუბერისა და მოკრივის ძმა – ლოგანი ავრცელებს. იუთუბერმა, რომელმაც რინგზე რამდენიმე გამორჩეული ბრძოლა გამართა, მხოლოდ გასულ წელს 36$ მილიონის გამომუშავება შეძლო, თუმცა, ჯეიკ პოლმა კრიპტო ბიზნესში წარუმატებელი ინვესტიციის შემდეგ, თანხის სოლიდური ნაწილი დაკარგა. სავალუტო ბირჟაზე ბიტკოინის ფასის მკვეთრი გაუფასურება შეინიშნება. კრიპტოვალუტის ღირებულება დაახლოებით […]
ჯეიკ პოლი Vs. ხორხე მასვიდალი – გადაწყვეტილება დანა უაითმა უნდა მიიღოს
ჯეიკ პოლი მზადაა კრივის წესებით დაპირისპირებაზე უარი განაცხადოს და ხორხე მასვიდალს ოქტაგონზე დაუპირისპირდეს – ამისათვის დანა უაითმა მისი მოთხოვნები უნდა შეასრულოს. სოციალური მედიის ვარსკვლავმა UFC-ის მსუბუქი წონითი კატეგორიის ყოფილი ჩემპიონი – ტაირონ ვუდლი ზედიზედ მეორედ დაამარცხა და მზადაა საკუთარი შესაძლებლობები ოქტაგონზე წარმოაჩინოს. Twitter-ზე განთავსებულ პოსტში, ჯეიკ პოლმა დანა უაითს სამი მოთხოვნა წაუყენა, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში […]
ჩაშლილი ბლოკბასტერი – ტომი ფიური ჯეიკ პოლს აღარ დაუპირისპირდება?!
კრივის გულშემატკივრები ჯეიკ პოლსა და ტომი ფიურის შორის გასამართ ბრძოლას მოუთმენლად ელოდნენ. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, პოლისა და ფიურის დაპირისპირება 18 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა უკანასკნელი ცნობების თანახმად, ბრიტანელი მოკრივე ბრძოლას ჩაეხსნა. უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ფიური და პოლი ერთმანეთს მწვავედ აკრიტიკებდნენ – სოციალურ ქსელებში გაჩაღებული პაექრობა მოახლოებულ დაპირისპირებას კიდევ უფრო დიდ ინტერესს სძენდა და 18 დეკემბერს, […]
ჯეიკ პოლი | მეივეზერმა ჩემს მოსაკლავად განგსტერები დაიქირავა
ჯეიკ პოლმა ფლოიდ მეივეზერი მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა. პოლის მტკიცებით, მის მოსაკლავად მეივეზერმა მაიამიში განგსტერები დაიქირავა. ჯეიკ პოლსა და ფლოიდ მეივეზერს შორის ინციდენტი პრეს ივენთის დროს მოხდა. მეივეზერისა და მისი ძმის დაპირისპირების წინ გამართულ პრეს ივენთზე, ჯეიკი პროვოკაციულად იქცეოდა და სახელოვანი მოკრივე გააღიზიანა. went as planned pic.twitter.com/bw8WGwUkd5 — Jake Paul (@jakepaul) May 6, 2021 ჯეიკ პოლის […]
ჯეიკ პოლი Vs. უაითი – მაკგრეგორი | იუთუბერმა UFC-ის შეუტია (ფოტო)
იუთუბერმა ჯეიკ პოლმა, დანა უაითისა და კონორ მაკგრეგორის წინააღმდეგ, სოციალურ ქსელებში ომი გააჩაღა. UFC-ის პრეზიდენტისა და ლეგენდარული ირლანდიელი მებრძოლის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. შეიძლება ითქვას, რომ ჯეიკ პოლმა ბრალდებებს გასცა პასუხი და Twitter-ზე, უაითისა და მაკგრეგორის კომენტარების საპასუხო განცხადებები გაავრცელა. დანა უაითმა ჯეიკ პოლისა და ბენ ასკრენის ბრძოლის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, […]
დვალიშვილი | ასკრენისგან უფრო მეტს ველოდი
იუთუბერი ჯეიკ პოლი MMA-ის ყოფილ მებრძოლ ბენ ასკრენს დაუპირისპირდა. კრივის წესებით გამართული ბრძოლა შეიძლება ითქვას, რომ მოულოდნელი შედეგით დასრულდა. ჯეიკ პოლმა გამარჯვება პირველივე რაუნდში, ბრუტალური ნოკაუტით მოიპოვა. ბენ ასკრენის მარცხს UFC-ის მებრძოლები კოლბი კოვინგტონი და ალჯამაინ სტერლინგი გამოეხმაურნენ. კოვინგტონის მტკიცებით, პოლისა და ასკრენის ბრძოლა გარიგებული იყო. მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელმა – ალჯამაინ სტერლინგმა რეფერის გადაწყვეტილება ეჭვქვეშ […]
კოლოსალური თანხა, რომელიც ჯეიკ პოლმა ბენ ასკრენის დამარცხებით გამოიმუშავა (ვიდეო)
იუთუბერი ჯეიკ პოლი MMA-ის ყოფილ მებრძოლ ბენ ასკრენს დაუპირისპირდა. კრივის წესებით გამართული ბრძოლა შეიძლება ითქვას, რომ მოულოდნელი შედეგით დასრულდა. ჯეიკ პოლმა გამარჯვება პირველივე რაუნდში, ბრუტალური ნოკაუტით მოიპოვა. ბრძოლის დასრულების შემდეგ, ასკრენმა აღნიშნა, რომ ჯეიკ პოლთან ნოკაუტით დამარცხება სამარცხვინოა. პოლმა რადიკალურად განსხვავებული განცხადება გააკეთა – მისი მტკიცებით, დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა, რადგანაც ამ გამარჯვებისთვის თავდაუზოგავად შრომობდა და […]