ოფიციალურად: ლივერპულს 4 ვარსკვლავი დატოვებს
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, “ლივერპულს” 4 ვარსკვლავი დატოვებს. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, მერსისაიდულ გრანდს რობერტო ფირმინო, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ნაბი კეიტა და ჯეიმს მილნერი დატოვებენ. “ლივერპულს” ოთხივე მათგანი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემშვიდობება. ამ დროისათვის უცნობია, თუ სად გაგრძელდება მათი კარიერა, თუმცა, ბრიტანულ მედია საშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მილნერის დამატებით “ბრაიტონი”, ხოლო რობერტო ფირმინოს სამსახურით – ტურინის […]
ჯეიმს მილნერი ბრაიტონში გადასვლას უახლოვდება
ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ბრაიტონი” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში, ინგლისის პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ნახევარმცველის, ჯეიმს მილნერის დამატებას შეეცდება. როგორც ირკვევა, “ლივერპულის” მე-7 ნომერი კლუბში დარჩენას აღარ აპირებს. 37 წლის შუახაზელი მიმდინარე სეზონში იურგენ კლოპის მიერ გაწვრთნილი გუნდის შემადგენლობაში როტაციის წევრად განიხილებოდა და მერსისაიდელები მას კლუბში დარჩენას სთავაზობდნენ, თუმცა კონკრეტული სათამაშო დროის გარანტიას ვერ აძლევდნენ. […]
ჯეიმს მილნერი პრემიერ ლიგის ისტორიაში მესამე ადგილზე გადავიდა
“ლივერპულის” ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ჯეიმს მილნერმა ინგლისის პრემიერ ლიგის მერვე ტურის გადადებულ შეხვედრაში, რომელშიც ლონდონის “ჩელსისთან” უგოლო ფრე (0:0) ითამაშა, კარიერაში გამორჩეული მიღწევა დააფიქსირა. კონკრეტულად, ეს იმას გულისხმობს, რომ 37 წლის ფეხბურთელმა პრემიერ ლიგაში 610-ე მატჩი ჩაატარა, რა მაჩვენებლითაც ინგლისის ელიტარულ დივიზიონში ყველაზე მეტი შეხვედრის ჩამტარებელ ფეხბურთელებს შორის მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ჯეიმს მილნერმა ამ მიღწევით ინგლისური და მსოფლიო ფეხბურთის […]
პრემიერ ლიგის 10 ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე – სად არიან ისინი ახლა?
ინგლისის პრემიერ ლიგა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ჩემპიონატადაა მიჩნეული. სხვადასხვა ეროვნების ვარსკვლავები პრემიერ ლიგის გრანდების რიგებში მოსახვედრად იბრძვიან – გასაკვირი არაა, რომ ელიტაში მოსახვედრად უდიდესი კონკურენციის დაძლევაა საჭირო. აღსანიშნავია, რომ პრემიერ ლიგაში მოსახვედრად შანსის მიღებაც კი საკმაოდ დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული, რომ აღარაფერი ვთქვათ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებაზე. გავიხსენოთ პრემიერ ლიგის 10 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც […]
მილნერი | იმედია სუპერ ლიგის პროექტი არ განხორციელდება
პრემიერ ლიგის 32-ე ტურის შეხვედრაში “ლიდსი” “ლივერპულს” დაუპირისპირდა. “ელანდ როუდზე” გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში, ჯეიმს მილნერმა ევროპის სუპერ ლიგის შექმნის იდეა გააკრიტიკა და იმედი გამოთქვა, რომ პროექტი არ განხორციელდება. მილნერი, რომლის პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა “იორკშირელების” შემადგენლობაში დაიწყო, პრემიერ ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია და კომენტარის გაკეთების […]
როგორ განვითარდა მათი კარიერა: პრემიერ ლიგის 30 ფეხბურთელი, რომელიც წლის საუკეთესოდ აღიარეს
ბოლო 30 წლის განმავლობაში პრემიერლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ყველა გამარჯვებული ბრიტანულმა გამოცემა sportbible-მა Tiermaker-ის გამოყენებით, მათი კარიერული შედეგების თანახმად, ყველაზე დაბლიდან, უმაღლესი წერტილის მიხედვით დააჯგუფა. ცხადია, ამ სიაში ყველაზე წარმატებული კრიშტიანუ რონალდუა, რომელმაც “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგება 5-ჯერ მოახერხა, ამდენივე ოქროს ბურთს დაეუფლა და […]
დე ბრუინე, გიგზი და სხვები: ყველაზე მეტი საგოლე გადაცემის მქონე ტოპ 20 ფეხბურთელი პრემიერლიგაში
2019/20 წლების სეზონში, კევინ დე ბრუინმა აქამდე ხელშეუხელებელი, ტიერი ანრის რეკორდი გაიმეორა, რომელიც ერთ სეზონში, პრემიერლიგაში 20 საგოლე გადაცემის გაკეთებას გულისხმობს. მიმდინარე გათამაშებაში, ნახევარი სეზონი უკვე ჩატარებულია და ბელგიელ გამთამაშებელსაც წინა სეზონის სარეკორდო შედეგის ნახევარიც უკვე შესრულებული აქვს – 29 წლის ნახევარმცველის აქტივში 10 შედეგიანი გადაცემაა. ასე რომ, შესაძლოა, წელს “მანჩესტერ სიტის” მე-17 ნომერმა ლეგენდარული […]
ენდი რობერტსონი: როგორი უნდა იყოს სრულყოფილი მარცხენა მცველი
ენდი რობერტსონი იურგენ კლოპის კიდევ ერთი აღმოჩენაა. შოტლანდიელი მსოფლიო ასპარეზზე სწორედ გერმანელთან მოხვედრის შემდეგ გამოჩნდა და მისი სიტყვებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ის “მერსისაიდულ” გუნდში თამაშით ძალიან კმაყოფილია. “ამ პოზიციაზე თამაში ფიზიკურად ძალიან კარგ მომზადებას მოითხოვს, მაგრამ მე სირბილი არასდროს მეზარებოდა და ამ ამოცანისთვის თავის გასართმევად საკმარისი ენერგია მაქვს. შენ გევალება რომ თამაშის ყველა ასპექტში მონაწილეობა […]
ჯეიმს მილნერი: “ლივერპულში ზუსტად ამის გამო გადმოვედი, ჩემი სახელი ისტორიაში ჩაიწერა”
“ლივერპულის” ნახევარმცველმა ჯეიმს მილნერმა მისი გუნდის მიერ მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის მოგებაზე და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც, 2015 წელს, მერსისაიდულ კლუბში მისვლა გადაწყვიტა. “ეს ჩემპიონობა ჩემთვის განსაკუთრებულია. სწორედ ეს იყო ის მიზეზი და ამავდროულად მიზანი, რის გამოც 2015 წელს, “ლივერპულთან” კონტრაქტი გავაფორმე. დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩვენი თანაგუნდელის შემთხვევაშიც ანალოგიური სიტუაციაა. ჩვენ დიდებული ისტორიის მქონე დიდ […]
ლივერპულს არსენალთან ნახევარმცველი დააკლდება
“ლივერპულის” ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ჯეიმს მილნერი “არსენალთან” მატჩს გამოტოვებს. ინგლისელ ფეხბურთელს კუნთის ტრავმა აწუხებს, რის გამოც მან პრემიერლიგის ბოლო ტურში, “ბარნლისთან” დაპირისპირება (1:1) გამოტოვა. მას სრულფასოვნად გამოჯანმრთელებისთვის კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება და მერსისაიდელებს შემდეგ შეხვედრაში ვერ დაეხმარება. ამ სეზონში, მილნერმა “ლივერპულის” მაისური 35-ჯერ მოირგო, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. ინგლისის ელიტარული დივიზიონის […]
როგორ შეაფასეს ატლეტიკოსთან მარცხი ლივერპულის ფეხბურთელებმა?
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩი “ლივერპულსა” და “ატლეტიკოს” შორის დრამატული აღმოჩნდა – “მერსისაიდელებმა” მეტოქეს ძირითად დროში 1 უპასუხო გოლი გაუტანეს და მთელი მატჩის განმავლობაში, მოედანზე დომინირებდნენ. დამატებით დროში, ფირმინოს გოლის შემდეგ, “ლივერპულის” მეკარემ, ადრიანმა, უპატიებელი შეცდომა დაუშვა. მისი შეცდომით ლორენტემ ისარგებლა და ბრწყინვალე დარტყმით, ანგარიში გაათანაბრა. ლორენტეს გოლმა “ლივერპული” გატეხა: მალევე, ესპანელმა დუბლი შეასრულა, რასაც მორატას […]
ლივერპულისა და იუნაიტედის გაერთიანებული საუკეთესო ოცეული შეფასებების მიხედვით
ცნობილია, რომ ყველა თამაშის შემდეგ ფეხბურთელებს შეფასების ქულებს უწერენ. დღევანდელ სტატიაში მოცემული შეფასებები არის დაჯამებელი ყველა თამაშის შემდეგ მიღებული ქულების, რომელიც ცნობილმა გამოცემამ “Givemesport-მა” შემოგვთავაზა. 20. ჯეიმს მილნერი – 6.52 19. ოქსლეიდ ჩემბერლენი – 6.59 18. ვიქტორ ლინდელოფი – 6.62 17. ანდრეას პერეირა – 6.64 16. ალისონ ბეკერი – 6.69 15. დანიელ ჯეიმსი – 6.79 […]