ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის მე-5 შეხვედრა ბოსტონში გაიმართა, სადაც “სელტიქსმა” დამაჯერებელი გამარჯვება (110:97) მოიპოვა. საკუთარ კედლებში “მაიამის” დამარცხების შემდეგ, “ბოსტონმა” სერიაში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა (3:2) და მომდევნო დაპირისპირებას საბრძოლო განწყობით ხვდება. “სელტიქსის” მაისურით გამორჩეული მატჩი ჩაატარა ჯეისონ ტეიტუმმა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე მხოლოდ 2 მოხსნა დააკლდა (21 ქულა, 8 მოხსნა, 11 ასისტი). ბრწყინვალე […]
ბოსტონმა პრინციპულ შეხვედრაში მაიამი დაამარცხა | VIDEO
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის მე-4 შეხვედრაში, “მაიამისა” და “ბოსტონის” დაპირისპირება შედგა. მაიამიში, “Kaseya Center”-ში გამართული პრინციპული მატჩი, მასპინძელთა მარცხით, 99:116 დასრულდა. სტუმრად მოპოვებული უმნიშვნელოვანესი გამარჯვების შემდეგ, “ბოსტონმა” სერიაში ანგარიში შეამცირა (3:1). გუნდების მორიგი დაპირისპირება ბოსტონში, 26 მაისს გაიმართება. “სელტიქსის” გამარჯვებაში ლომის წილი გუნდის ლიდერმა – ჯეისონ ტეიტუმმა დაიდო, რომელმაც 33 ქულასთან ერთად, […]
მაიამი 128:102 ბოსტონი – ჰიტს ფინალამდე 1 ნაბიჯი აშორებს | VIDEO
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის მესამე შეხვედრაში, “მაიამისა” და “ბოსტონის” დაპირისპირება შედგა. მაიამიში, “Kaseya Center”-ში გამართული მატჩი, “ჰიტის” სრული დომინირებით წარიმართა და ლოგიკური შედეგით 128:102 დასრულდა. სერიის მესამე მატჩში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, “მაიამის” ფინალამდე მხოლოდ 1 ნაბიჯი აშორებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ “ბოსტონმა” სერიაში 3:0 ჩამორჩენა აღმოფხვრას. “მაიამის” გეიბ ვინსენტმა (29 ქულა, 2 […]
ბატლერის გადამწყვეტი 3-ქულიანი – მაიამიმ ბოსტონი დაამარცხა | VIDEO
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფი დასკვნით ფაზაში შედის. აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის პირველ შეხვედრაში, “ბოსტონისა” და “მაიამის” დაპირისპირება შედგა. ბოსტონში, ლეგენდარულ “TD Garden”-ზე გამართული მატჩი შეიძლება ითქვას, რომ მოულოდნელი შედეგით – 116:123 დასრულდა. სტუმრად მოპოვებული პრინციპული გამარჯვების შემდეგ, “მაიამი” სერიაში დაწინაურდა (1:0). “მაიამის” გამარჯვებაში ლომის წილი ჯიმი ბატლერმა დაიდო, რომელმაც 35 ქულა, 5 მოხსნა და 7 […]
ჯეისონ ტეიტუმის ბენეფისი – ბოსტონმა ფილადელფია დაამარცხა | VIDEO
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფის მე-7 შეხვედრაში, “ბოსტონისა” და “ფილადელფიას” დაპირისპირება შედგა. ბოსტონში, “TD Garden”-ში გამართული მატჩი, მასპინძელთა სრული დომინირებით წარიმართა და საბოლოოდ “სელტიქსის” გამარჯვებით 112:88 დასრულდა. “ბოსტონ სელტიქსის” გამარჯვებაში, ლომის წილი დაიდო გუნდის ლიდერმა – ჯეისონ ტეიტუმის ანგარიშზე 51 ქულა, 13 მოხსნა და 5 ასისტია. აღსანიშნავია, რომ ტეიტუმი გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც პლეი-ოფის მე-7 […]
ბოსტონმა დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა | VIDEO
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფის შეხვედრაში, “ატლანტასა” და “ბოსტონის” დაპირისპირება შედგა. ატლანტაში, “State Farm Arena”-ზე გამართული სანახაობრივი მატჩი, მასპინძელთა მარცხით 120:128 დასრულდა. “ატლანტას” მაისურით გამორჩეული მატჩი ჩაატარა ტრეი იანგმა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 40:19 წუთში 30 ქულის, 3 მოხსნისა და 10 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. “ბოსტონს” ჯეილენ ბრაუნმა (32 ქულა, 5 მოხსნა, 2 ასისტი) და ჯეისონ […]
ოლ სტარის მატჩი იანისის გუნდის გამარჯვებით დასრულდა | VIDEO
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ოლ სტარის უხვქულიანი და სანახაობრივი დაპირისპირება, იანისის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. სოლთ ლეიქ სიტიში, “Vivint Smart Home Arena”-ზე გამართული სანახაობრივი შოუ ლებრონის გუნდის მარცხით, 175:184 დასრულდა. ტრავმირებულმა იანის ანტეტოკუნმპომ პარკეტზე სიმბოლურად 0:20 წამი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 2 ქულას მოუყარა თავი. იანისის გუნდს ლიდერად ჯეისონ ტეიტუმი მოევლინა, რომელმაც 35:15 წუთში 55 […]
დრეიმონდ გრინის და პატარა ტეიტუმის სახალისო კადრები | VIDEO
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “ბოსტონისა” და “გოლდენ სტეიტის” დაპირისპირება შედგა. გასული სეზონის ფინალისტების “რემატჩმა” გულშემატკივრის მოლოდინი გაამართლა – ბოსტონში, “TD Garden”-ზე გამართული მატჩის ძირითადი დროის ფრედ (106:106) დასრულების შემდეგ, გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი დაინიშნა, რომელშიც მასპინძლები უკეთ გამოიყურებოდნენ. საბოლოოდ, “ბოსტონმა” 121:118 გაიმარჯვა. “ბოსტონ სელტიქსის” გამარჯვებაში გუნდის ლიდერმა – ჯეისონ ტეიტუმმა ლომის წილი დაიდო. […]