მანჩესტერში რთული პერიოდისას ლინგარდი ალკოჰოლს აქტიურად იღებდა
“ნოტინგემ ფორესტისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ნახევარმცველი ჯესი ლინგარდი ამბობს, რომ “წითელ ეშმაკებში” ყოფნის დროს, ტკივილის გასაქარწყლებლად, ხშირად სვამდა. “რაღაც მჭირდებოდა რაც ტკივილს დამავიწყებდა და რამენაირად დამამშვიდებდა. ძილის წინ ვსვამდი იმისთვის, რომ ჩამძინებოდა. ახლა ვფიქრობ, რატომ ვაკეთებდი ამ ყველაფერს? ვცდილობდი ყველაფერი დამევიწყებინა, თუმცა, ეს სიტუაციას უფრო აუარესებდა.” – განაცხადა ჯესიმ ერთ-ერთ პოდკასტში. ლინგარდი “მანჩესტერ იუნაიტედს” […]
ლინგარდმა კარიერა შესაძლოა MLS-ში გააგრძელოს
ჯესი ლინგარდმა “იუნაიტედთან” კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, მანჩესტერული გუნდის თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვება გადაწყვიტა. ამჟამად 29 წლის ინგლისელი ახალ კლუბს ეძებს, ხოლო ESPN-ის ცნობით, ჯესი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება. ცნობილია, რომ MLS-ის რამდენიმე გუნდი ლინგარდის შეძენით არის დაინტერესებული, რის გამოც ინგლისელი ყველა შეთავაზებას ადგილზევე მოისმენს. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ლინგარდმა 22 მატჩი ჩაატარა. ჯესის ანგარიშზე 2 […]
“ის ჯერ კიდევ 2 წლის წინ უნდა გაგვეშვა” – როი კინმა მანჩესტერის ფეხბურთელები გააკრიტიკა
ისტორიულ მეტოქესთან გამანადგურებელი ანგარიშით მარცხის შემდეგ, როი კინმა “მანჩესტერ იუნაიტედის” სამი ვარსკვლავი მწვავედ გააკრიტიკა. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, “ლივერპულმა” “მანჩესტერ იუნაიტედი” ორივე შეხვედრაში გაანადგურა. “ოცნებების თეატრში” შერცხვენილი (0:5) “მანჩესტერ იუნაიტედი” რეპუტაციის აღდგენას “ენფილდზე” გეგმავდა, თუმცა მოვლენები კვლავ კატასტროფულად განვითარდა და რალფ რანგნიკის გაწვრთნილმა გუნდმა 4 უპასუხო გოლი გაუშვა. ორ შეხვედრაში გაშვებული 9 გოლის საპირწონედ, “წითელმა […]
ჯესი ლინგარდი შესაძლოა ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს შეუერთდეს
“მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევმა ნახევარმცველმა, ჯესი ლინგარდმა შესაძლოა კლუბი დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანულ მედიაში ვრცელდება და იწერება, რომ ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის დამატება რამდენიმე გუნდს სურს, მათ შორის ყველაზე აქტიური კი “ტოტენჰემ ჰოთსპურსია“. Football.london-ის ცნობით, “ტოტენჰემი” დაინტერესებულია ლინგარდის გადაბირებით, რომელსაც ზაფხულში კონტრაქტი ეწურება და, შესაბამისად, ანტონიო კონტეს გაწვრთნილ გუნდს მისი დამატება უფასოდ შეეძლება. ჩრდილოეთ ლონდონურ კლუბს ამ […]
იუნაიტედის ბრწყინვალე კომბინაცია და ლინგარდის გოლი ნიუკასლთან (ვიდეო)
ლინგარდი: “ვთამაშობდი და ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი”
ჯესი ლინგარდს მანჩესტერული კარიერის დროს მენტალური პრობლემები ჰქონდა. ინგლისელმა ფეხბურთელმა საკმაოდ გულახდილ ინტერვიუში თქვა, რომ ის ფეხბურთიდან პაუზის აღებასაც კი აპირებდა. თუ ჯესიმ გასულ სეზონში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, მას “ვესტ ჰემში” ჩატარებულ 10 მატჩში უკვე 9 გოლი აქვს. 28 წლის ნახევარმცველი მარტის სანაკრებო პაუზაზე ინგლისის ნაკრებშიც გამოიძახეს. “თამაში არ მინდოდა, რადგან ჩემი გონება სხვაგან […]
მანჩესტერ იუნაიტედი და ვესტ ჰემი ჯესი ლინგარდის იჯარაზე შეთანხმდნენ
გავრცელებული ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ვესტ ჰემი” ჯესი ლინგარდის იჯარაზე შეთანხმდნენ. წყაროს მტკიცებით, ლინგარდი მიმდინარე სეზონის დასრულებამდე “ვესტ ჰემის” მაისურით იასპარეზებს. იჯარის ხელშეკრულების თანახმად, ლონდონური კლუბი “მანჩესტერ იუნაიტედს” 1.5 მილიონ ფუნტს გადაუხდის. ჯესი ლინგარდის ხელფასს ასევე “ვესტ ჰემი” გადაიხდის. როგორ შედგა გარიგება? ლინგარდის იჯარით “შეფლდი”, “ნიუკასლი” და “ვესტ ბრომვიჩი” ასევე ინტერესდებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგულმა “მარსელმა” […]
“ტოტენჰემს” ლინგარდის დამატება სურს
Daily Star-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ტოტენჰემი” “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველ ჯესი ლინგარდთან კონტრაქტის გასაფორმებლად მზადაა. “წითელი ეშმაკების” ყოფილ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს 27 წლის მოთამაშის “დეზების” რიგებში ხილვა სურს. ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 30 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. პრემიერ ლიგაში ლინგარდს იანვრის მერე არ უთამაშია, ფეხბურთელი ვერც “კრისტალ პალასთან” სეზონის პირველ შეხვედრაში მოხვდა “იუნაიტედის” განაცხადში. ლინგარდმა 2019-20 […]
ჯესი ლინგარდმა ევროპის ლიგაზეც გაიტანა – მანჩესტერმა ორ წუთში გაათანაბრა (ვიდეო)
ლინგარდის გოლმა გულშემატკივარს საოცარი ფსონი წააგებინა
პრემიერლიგის ბოლო, 38-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა “ლესტერსა” და “იუნაიტედს” შორის გაიმართა. სოლსკიაერის გაწვრთნილმა გუნდმა ბრუნო ფერდნანდეშისა და ჯესი ლინგარდის გოლებით მოიგო – 0:2. 27 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა “ლესტერთან” სეზონის პირველი გოლი 98-ე წუთზე გაიტანა. ლინგარდმა “მელიების” კარი კასპერ შმეიხელის შეცდომით აიღო, რითაც ფეხბურთის ერთ-ერთი ქომაგის საოცარი ფსონი შეიწირა. ინგლისელმა ენტონი ჯონსონმა 3,3 ფუნტი იმაზე განათავსა, […]
ჯესი ლინგარდით პრემიერ ლიგის 4 კლუბი ინტერესდება
ინგლისელი ფეხბურთელის კარიერა “ეშმაკებში” კარგად ნამდვილად არ ვითარდება. ჯესის გარშემო სოციალურ ქსელში არაერთი დამცინავი ვიდეო ვრცელდება და გულშემატკივრებს მისი იმედი აღარ აქვთ. ეს ყველაფერი მასზე რა თქმა უნდა მოქმედებს. მისი თამაშის ხარისხიც სულ უფრო დაბლა იწევს. ლინგარდს ბოლო 2 სეზონია მთავარი მწვრთნელებიც არ ენდობიან. ჟოზე მოურინიო ცოტა სათამაშო დროს აძლევდა, მაგრამ მას შემდეგ რაც გუნდს […]
იუნაიტედი ლინგარდის და ანდრეას პერეირას გაშვებას გეგმავს
ბოლო დღეების განმავლობაში “მანჩესტერ იუნაიტედის” გარშემო არაერთი სიახლე იწერება. საუბრები მიდის ახალი ფეხბურთელების შეძენაზე. “ეშმაკების” ბოსებს, გუნდში, ტომას ლემარისა და ობამეიანგის მოყვანა სურთ. იმ შემთხვევაში თუ ეს ორი ტრანსფერი შედგება, მანჩესტერელთა წინა ხაზი საკმაოდ გადატვირთული იქნება. აქედან გამომდინარე შესაძლოა, გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვოს. “BBC სპორტზე” დაყრდნობით ვიგებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “იუნაიტედი” განიხილავს აბსოლიტურად […]