კვირას, პრემიერლიგის 25-ე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედი” გასვლით მატჩში “ლესტერს” დაუპირისპირდა, მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 0:1 დასრულდა, ერთადერთი გოლის ავტორი კი “ეშმაკთა” ახალგაზრდა ფორვარდი მარკუს რეშფორდი გახდა, რომელმაც პოლ პოგბას ლამაზი პასი დაამუშავა და აუღებელი დარტყმით კასპერ შმეიხელის კარი დალაშქრა. მატჩი სანახაობრივი ფეხბურთის გარდა, ერთი საინტერესო ამბითაც გამოირჩა, მთელი მატჩის განმავლობაში მოედანზე 22 ფეხბურთელთან და მსაჯთან ერთად […]