მეგობრობა მოედნის მიღმა | ევრამ პარკს შვილი მოანათლინა
პატრის ევრამ დაადასტურა, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელი, ჯი-სუნ პარკი, მისი შვილის ნათლიაა. ჯერ კიდევ აპრილში, საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა წევრმა სოციალურ ქსელებში გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი შვილის ნათლია სამხრეთ კორეელი ნახევარმცველი იქნებოდა. “ის საოცარი ადამიანია. როდესაც შვილი მეყოლება, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ პარკი მისი ნათლია იქნება”, – განაცხადა ევრამ. ზემოთხსენებულიდან 2-კვირაში ევრას და მის მეუღლეს, […]
პატრის ევრამ საუკეთესო თანაგუნდელებისგან შემდგარი გუნდი დაასახელა
“მანჩესტერ იუნაიტედის,” “იუვენტუსისა” და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, პატრის ევრამ, თანაგუნდელებისგან დაკომპლექტებული საუკეთესო გუნდი დაასახელა. საინტერესოა, რომ 38 წლის ფრანგის გუნდში არაერთი ცნობილი ფეხბურთელი ვერ მოხვდა. ევრამ გუნდს მიღმა უეინ რუნი, ნემანია ვიდიჩი და მაიკლ კერიკი დატოვა. ყველაზე დიდი კამათი კი ცენტრალური მცველის პოზიციაზე ჯორჯო კიელინის განმწესებამ გამოიწვია. მეკარე – ედვინ ვან დერ სარი ჯანლუიჯი […]