ნაპოლისთან საშინელი მატჩის შემდეგ, გულშემატკივრები ტრენტს დასცინიან
გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, “ლივერპულის” მარჯვენა მცველი მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცა. “ნაპოლისთან” 4:1 მარცხში ალექსანდერ-არნოლდსაც მიუძღვის “წვლილი”. ინგლისელი მცველი ძალიან არადამაჯერებლად თამაშობდა და მისი მეწყვილე ჯო გომესიც ცუდად გამოიყურებოდა. გუშინდელი მარცხის შემდეგ, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის სახელი Twitter-ზე ძალიან პოპულარული გახდა. გულშემატკივრები მცველს საშინლად აკრიტიკებენ და მის დასაცინად ბევრი მიმიც შეიქმნა. გულშემატკივრების გარდა, ტრენტი ყოფილმა “სქაუზერმაც” გააკრიტიკა. “როცა […]
ფირმინომ დაასახელა 3 მცველი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე რთულია
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და ,,ლივერპულის” თავდამსხმელმა, რობერტო ფირმინომ, დაასახელა მცველები, რომელთა წინააღმდეგ თამაში, მისი აზრით, ყველაზე რთულია: ,,ვირჯილ ვან დეიკი და ჯო გომესი… ,,ლივერპულის” მეტოქეებს გულისხმობთ? არა, არა! ვან დეიკი და ჯო გომესი დავტოვოთ, მესამეს კი მოვიფიქრებ! არც კი ვიცი, მოდით, ტიაგო სილვას დავასახელებ,” – განაცხადა ბრაზილიელმა. რობერტო ფირმინო ,,ლივერპულში” 2015 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში […]
“ნაკლებად სავარაუდოა”,- კლოპი ვან დაიკისა და გომესის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის შესახებ
“წითლების” გერმანელი მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მიიჩნევს, რომ “ლივერპულის” ორი ცენტრალური მცველი – ვირჯილ ვან დაიკი და ჯო გომესი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებენ. “ლივერპულის” ნიდერლანდელი მცველი საკუთარ გუნდს 17 ოქტომბრის შემდეგ ვერ ეხმარება. ვან დაიკმა უმძიმესი ტრავმა მერსისაიდულ დერბიში “ევერტონის” მეკარესთან, ჯორდან პიკფორდთან შეჯახებისას მიიღო. რაც შეეხება ჯო გომესს, ინგლისელი მცველი 11 ნოემბრიდან მოყოლებული ვერ ახერხებს […]
კლოპის დილემა | შეიძენს ლივერპული კიდევ ერთ ცენტრალურ მცველს?
პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონის ლაზარეთში მძიმე მდგომარეობაა. ვირჯილ ვან დაიკი, ჯო გომესი და ჯოელ მატიპი ტრავმირებულები არიან, რაც “ლივერპულის” მთავარ მწვრთნელს დაცვის ცენტრში დიდ თავსატეხს უჩენს. დაცვის ბურჯისა და მნიშვნელოვანი ცენტრალური მცველების დანაკლისის ფონზე, მერსისაიდულმა გრანდმა რამდენიმე შეხვედრაში საკმაოდ ცუდად იასპარეზა და ქულები დაკარგა. მიუხედავად დანაკლისისა, იურგენ კლოპი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, კიდევ ერთი ცენტრალური […]
კარაგერი: “ახალი მცველის გარეშე ლივერპული პრემიერ ლიგას ვერ მოიგებს”
“ლივერპულის” მცველის და ამჟამად Sky Sports-ის ანალიტიკოსის, ჯეიმი კარაგერის მოსაზრებით, “ლივერპული” პრემიერ ლიგის გამარჯვებული მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუკი გუნდი იანვრის სატრანსფერო პერიოდში ახალ ცენტრალურ მცველს დაიმატებს. მიმდინარე სეზონში, ვირჯილ ვან დაიკმა და ჯო გომესმა მძიმე ტრავმები მიიღეს და მათთვის სეზონი დასრულებულია. პრობლემები ჰქონდა ჟოელ მატიპსაც და მეტიც, გარკვეული დროით უქმობა ცენტრალურ მცველად განმწესებულ ფაბინიოსაც […]
კლოპის დილემა – ექსპერიმენტული შემადგენლობა ლესტერის წინააღმდეგ?!
მერსისაიდული გრანდის მთავარი მწვრთნელი – იურგენ კლოპი, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. “ლივერპულს” ლიდერების უმრავლესობა ტრავმის გამო ვერ ეხმარება. როგორც მოგეხსენებათ, ვირჯილ ვან დაიკი “ლივერპულს” მთელი სეზონით გამოაკლდა. ნიდერლანდელმა მცველმა ჯვარედინი იოგების დაზიანების შემდეგ ოპერაცია გაიკეთა. ასევე დაშავებულია მეორე ცენტრალური მცველი ჯო გომესი. მერსისაიდელთა ლაზარეთს განაპირა მცველები, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი და ენდი რობერტსონიც შეუერთდნენ – თუმცა ამ […]
კარგი პიარი თუ გულწრფელი მონანიება? – სტერლინგმა დუმილი დაარღვია
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-12 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, “ლივერპულმა” “მანჩესტერ სიტი” დაამარცხა (3:1) და საჩემპიონო ბრძოლაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მატჩის მიწურულს ჯო გომესსა და რაჰიმ სტერლინგს შორის შელაპარაკება მოხდა, რომელიც მომდევნო დღეს ინგლისის ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე კიდევ უფრო დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამზარეულოში, ინგლისის ნაკრების წევრების თანდასწრებით, სტერლინგი გომესს თავს დაესხა და საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა, რომელიც […]
განხეთქილება ინგლისის ნაკრებში – სტერლინგს აღარ ათამაშებენ
ინგლისელ ფეხბურთელებს რაჰიმ სტერლინგსა და ჯო გომესს შორის კონფლიქტი მძვინვარებს. “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი და “ლივერპულის” ცენტრალური მცველი ერთმანეთს საკლუბო დონეზე, პრემიერლიგის მე-12 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ, სადაც “ქალაქელებმა” 1:3 წააგეს. მეორე დღეს, ორივე ფეხბურთელი ეროვნულ გუნდში გამოიძახეს, თუმცა კონფლიქტი იქაც გაგრძელდა და ფეხბურთელები “სამი ლომის” საწვრთნელ ბაზაზე ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინგლისის ნაკრების თავკაცმა გარეთ საუთგეიტმა […]