კულიბალიმ ტერის დაურეკა და 26-ნომრიანი მაისური სთხოვა | VIDEO
,,ჩელსის” ახალწვეულმა, კალიდუ კულიბალიმ, სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა. სენეგალელმა ლონდონური გუნდის ლეგენდარულ კაპიტანს, ჯონ ტერის, დაურეკა და 26-ნომრიანი მაისური სთხოვა: კულიბალი – ,,ბოდიში ჩემი ინგლისურისთვის, კარგად ვერ ვსაუბრობ, მაგრამ მაქსიმუმს ვეცდები. ჯონ, მინდოდა, რაღაც მეთხოვა, რადგან, როგორც იცი, ნაპოლიში 26-ნომრიანი მაისურით ვთამაშობდი და ვხედავ, რომ მას შემდეგ, რაც შენ გუნდი დატოვე, ეს ნომერი “ჩელსიში” არავის […]
ტერი Vs. ფერდინანდი | ლეგენდების უსიამოვნო შელაპარაკება Twitter-ზე
ინგლისის ნაკრების ლეგენდარული მცველები, რიო ფერდინანდი და ჯონ ტერი, ყურადღების ქვეშ მოექცნენ – ლეგენდებმა Twitter-ზე საჯარო, საკმაოდ უსიამოვნო საუბარი გამართეს. 25 მაისს, BT Sport-მა რიო ფერდინანდისა და ვირჯილ ვან დაიკის საუბარი გამოაქვეყნა – ისინი პრემიერ ლიგის საუკეთესო მცველების შესახებ საუბრობდნენ. საყურადღებოა, რომ ფერნანანდმა, საუკეთესოთა შორის საკუთარი თავი დაასახელა: “მჯერა, რომ პირველ ადგილზე მე უნდა ვიყო”, […]
პრემიერ ლიგის ყველა დროის 10 საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელი
ალან შირერმა და მიკა რიჩარდსმა პრემიერ ლიგის ყველა დროის 10 საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელი დაასახელეს. პოპულარული ინგლისური პოდკასტის, “Match of the Day” უკანასკნელ ეპიზოდში, შირერმა და რიჩარდსმა კიდევ ერთ ლეგენდარულ ფეხბურთელ – გარი ლინეკერთან ერთად საუკეთესოები გამოავლინეს. საუკეთესო 10 ინგლისელი ფეხბურთელის გამოვლენისას, მიმომხილველებმა სანაკრებო პერფორმანსი არ გაითვალიწინეს და მხოლოდ კლუბებში ნაჩვენებ შედეგსა და სტატისტიკას დასჯერდნენ. მიმომხილველებმა […]
უცნობი ისტორია: რუნისა და ტერის დაპირისპირება, რის გამოც ინგლისის ნაკრების ბომბარდირი სკანდალში გაეხვა
ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი და ამჟამად, “დერბი ქაუნთის” მთავარი მწვრთნელი, უიენ რუნი ახალ სკანდალში გაეხვა. ბოლო ინტერვიუში “ევერტონის” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავდამსხმელმა 2006 წელს, ლონდონის “ჩელსისთან” პრინციპული დაპირისპირება გაიხსენა, რომელშიც მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისთვის დაზიანების განზრახ მიყენება ჰქონდა განზრახული. საქმე ის გახლდათ, რომ “ჩელსი” – “იუნაიტედის” მატჩი ჩემპიონის ბედს გადაწყვეტდა, რუნიმ კი მიიჩნია, […]
რობერტო კარლოსმა საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელი დაასახელა
მადრიდის “რეალისა” და ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ლეგენდამ საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელი დაასახელა. რობერტო კარლოსის რჩეული, ბევრისათვის გასაკვირად ჯონ ტერი გახდა. რობერტო კარლოსმა ინგლისის საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ რამდენჯერმე ითამაშა, მათ შორის 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში, რომელიც ბრაზილიის გამარჯვებით დასრულდა. სხვადასხვა დროს, “რეალის” რიგებში კარლოსის თანაგუნდელები დევიდ ბექჰემი, სტივ მაკმანამანი, მაიკლ ოუენი და ჯონათან ვუდგეიტი იყვნენ. რობერტო […]
“ის შეიძლებოდა ჩელსის ლეგენდა გამხდარიყო” – ჯონ ტერიმ მისი აზრით უნიჭიერესი ფეხბურთელი დაასახელა
ლონდონის “ჩელსის” ლეგენდარულმა კაპიტანმა, ჯონ ტერიმ ის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი დაასახელა, რომელიც ოდესმე უნახავს. “ასტონ ვილას” მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა თქვა, რომ უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომლის თამაშიც ოდესმე უნახავს, ჯონ უოლასტონი იყო, რომელიც “არისტოკრატების” აკადემიის აღზრდილი გახლდათ და რომელმაც თავისი პოტენციალი სრულად ვერ გამოავლინა. არადა, ტერის თავისი მრავალწლიანი ლონდონური კარიერის განმავლობაში, არაერთი სუპერვარსკვლავის გვერდით უთამაშია, უოლასტონის სახელი კი […]
უეინ რუნის 4 ყველაზე რთული მეტოქე
უეინ რუნიმ 4 ყველაზე ძლიერი და რთული მეტოქე დაასახელა ვის წინააღმდეგაც კი უთამაშია თავისი შესანიშნავი კარიერის განმავლობაში. “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი 35 წლის ვარსკვლავი ახლა “დერბის” ღირსებას იცავს და მიმდინარე სეზონში 5 შეხვედრაში 1 გოლის გატანა შეძლო. ინგლისელი მოთამაშის ყველაზე წარმატებული პერიოდი “წითელ ეშმაკებს” უკავშირდება, გუნდთან ერთად რუნიმ ხუთი პრემიერ ლიგის, ერთი ჩემპიონთა ლიგის და ერთიც […]
ჰარი კეინის ოთხი ყველაზე რთული მეტოქე
ინგლისელმა ფორვარდმა 4 მცველი დაასახელა, რომლებიც მისთვის ყველაზე რთული მეტოქეები იყვნენ და, ამავდროულად, მისი ოცნების უკანახაზსაც წარმოადგენენ. ჰარი კეინის მიერ დასახელებულ სიაში შედიან “ჩელსის” ლეგენდა, “მადრიდის რეალის” ორი სუპერვარსკვლავი და ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ბრაზილიელი ფეხბურთელი. SPORTbible-თან ერთ-ერთი ინტერვიუს დროს “დეზების” ათიანმა ჯონ ტერი უყოყმანოდ დაასახელა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქე მცველებში, ვის წინააღმდეგაც კი უთამაშია. […]
ჯონ ტერი: “ის იყო ტალანტი, რომელსაც შეეძლო გამხდარიყო ჩელსის ლეგენდა”
ლონდონის “ჩელსის” ლეგენდა – ჯონ ტერი, ყოფილ თანაგუნდელზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის იყო ყველაზე ნიჭიერი და ტალანტური ფეხბურთელი, რომელსაც უდიდესი პოტენციალი ჰქონდა. ჯონ ტერის მტკიცებით,რობ უოლასტონი ყველაზე ნიჭიერი და იმედისმომცემი ახალგაზრდა იყო, რომელსაც “ჩელსის” ძირითად გუნდში თავის გამოჩენი შესაძლებლობა მიეცა მაგრამ ამ უკანასკნელმა მისი შესაძლებლობები გაფლანგა. “ის იყო უდიდესი ტალანტი, რომელიც “ჩელსიში” მინახავს – […]
პრემიერ ლიგის 15 საუკეთესო ცენტრალური მცველი
პრემიერ ლიგის ისტორიაში არაერთ კარგ ფეხბურთელს უთამაშია, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს. ამჯერად საქმე ცენტრალურ მცველებს ეხება. ცნობილმა გამოცემა “Givemesport-მა” გამოავლინა 15 საუკეთესო ცენტრალური მცველი, რომლებსაც პრემიერ ლიგაში უთამაშიათ. 15. ლედლი კინგი – “ტოტენჰემი” 1999/2012 268 მატჩი – 2008 წელს მოიგო ლიგის თასი 14. კოლო ტურე – “არსენალი”, “მანჩესტერ სიტი”, “ლივერპული” 2002/2016 354 მატჩი 2 “ფა” […]
ჯონ ტერი: 2007 წელს მთელი გუნდი ტიროდა
ლონდონის “ჩელსის” აღზევება პირდაპირ ჟოზე მოურინიოსთან არის კავშირში, მაგრამ 2007 წელს პორტუგალიელი მწვრთნელი, რომან აბრამოვიჩმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ჯონ ტერიმ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა და გაიხსენა მაშინდელი ემოციები: “ჩვენ ყველა ცრემლიანი ვიყავით. მოურინიო გასახდელში შემოვიდა და გვითხრა რომ გაათავისუფლეს. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი. ამის შემდეგ ჟოზე ყველას სათითაოდ […]
მოურინიომ შეადგინა საუკეთესო XI-ეული, რომელთანაც მას უმუშავია
მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელი, 57 წლის ჟოზე მოურინიო ასახელებს მის საუკეთესო 11-ეულს, ვისთანაც მას უმუშავია. პორტუგალიელმა თავკაცმა პირველი გუნდი 2000 წელს ჩაიბარა, ახლა კი ლონდონის “ტოტენჰემში” ირიცხება. მას ნამუშავარი შემდეგ კლუბებში აქვს: “ბენფიკა”; “პორტო”; “ჩელსი”; “ინტერი”; “რეალი”; “მანჩესტერ იუნაიტედი”; “ტოტენჰემი”. გთავაზობთ მოურინიოს საუკეთესო XI-ეულს, ვისთანაც მას უმუშავია: მეკარე: პეტრ ჩეხი (ჩელსი) მცველები: ხავიერ ძანეტი […]