ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიმ” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა და არგენტინელი თავდამსხმელი, ჯოვანი სიმეონე დაიმატა. მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს ვაჟი, რომელიც ბოლოს “ჰელას ვერონას” მაისურს ირგებდა, 1-წლიანი იჯარის წესით ნეაპოლიტანურ კლუბში ითამაშებს. როგორც ცნობილი ხდება, უახლოესი პერიოდის განმავლობაში, “ნაპოლი” კიდევ ორი ფეხბურთელის დამატებას გეგმავს, “ტოტენჰემიდან” ტანგი ნდომბელესა და “სასუოლოდან” ჯაკომო რასპადორის. 27 […]