სუპერკომპიუტერის მონაცემებზე დაყრდნობით, ბრიტანულმა მედიამ პრემიერლიგის იმ ვარსკვლავების გუნდი შეადგინა, რომელსაც ძალიან ცუდი სეზონი აქვთ. შედეგად, ინგლისის უმაღლეს დივიზიონში ყველაზე დაბალი შედეგის მქონე ფეხბურთელი პიერ-ემერიკ ობამიანგი აღმოჩნდა, რომელსაც 15 ჩატარებულ შეხვედრაში მხოლოდ სამი გოლი აქვს გატანილი. ბევრს ალბათ გაუკვირდება მეორე ადგილზე სადიო მანეს ხილვა, რომელმაც 16 მატჩში 6 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის გაკეთება […]