ამერიკის დედაქალაქ ვაშინგტონში საჩოგბურთო ელიტაა შეკრებილი, მიზეზი კი 500-ქულიანი ტურნირია, რომელიც Citi open-ის სახელითაა ცნობილი. ვაშინგტონის ტურნირის საპრიზო ფონდი 1 895 290 დოლარია, საიდანაც გამარჯვებულს 365 390 დოლარი ერგება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ალექსანდრ ზვერევია, რომელიც როგორც 2018 ასევე 2017 წელსაც გახდა აღნიშნული ასპარეზის ჩემპიონი, თუმცა წელს გერმანელი ტურნირზე საერთოდ არ გამოვიდა. Citi Open-ზე 1/8-ფინალური ეტაპი […]