ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, კაკამ, მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ,,სელესაოს” პოტენციურ ლიდერზე ისაუბრა: ,,ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების ლიდერი ნეიმარი იქნება, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მის გვერდით ისეთი ფეხბურთელები იყვნენ, როგორიც ვინისიუსია. წინა მსოფლიო ჩემპიონატზე ნეიმარი მთავარი გმირი იყო, მაგრამ ახლა ჩვენ ვინი, რაფინია, რიშარლისონი და ანტონი გვყავს. ისინი უკვე ახალბედა ფეხბურთელებად არ ითვლებიან, რადგან […]