“სარბიელის” მიერ ორგანიზებული საქართველოს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების შედეგები ცნობილი გახდა. 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად სპორტული მედიის წარმომადგენლებმა ერთხმად, ცხადია, საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია აღიარეს. 22 წლის ფეხბურთელი გამოკითხვაში მონაწილე 85-დან 84-მა სპორტულმა ჟურნალისტმა პირველ პოზიციაზე დაასახელა, საერთო ჯამში კი 254 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ გიორგი მიქაუტაძეს […]