კახაბერ ჩხეტიანმა დინამო თბილისი დატოვა
კახაბერ ჩხეტიანმა “დინამო თბილისის” დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. ქართველი სპეციალისტი გადაწყვეტილების მიზეზი ჩემპიონთა ლიგაზე, “ტირანასთან” განცდილი მარცხი (0:2) გამოდგა. “გუშინ დასრულებულ მატჩს სოციალურ ქსელში დინამოს ფეხბურთელების, მწვრთნელების და ხელმძღვანელობის ბულინგი მოჰყვა. ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ და რომ არ გაილანძღოს ის ხალხი ვინც მე ამ გუნდის მთავარი მწვრთნელობა მანდო და […]
ქუთაისის ტორპედო დაშლის პირასაა
დღეს, საქართველოს ჩემპიონატის 13-ე ტურში, “საბურთალოსთან” წაგებული (2:3) მატჩის შემდეგ, ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახაბერ ჩხეტიანმა ფინანსურ კრიზისში მყოფი გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა. “მიჭირს ამის თქმა, მაგრამ, შესაძლოა, მომდევნო მატჩამდე “ტორპედო” დაიშალოს. რაც შეეხება ამ თამაშს, ჩვენი გუნდის ხასიათი ვერ იყო ისეთი, როგორიც ასეთი დაპირისპირების მოგებას სჭირდება.” დაგვრჩა მხოლოდ იმედი, რომ “ტორპედო” გადარჩება, თუმცა ეს იმედი […]