ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სერბეთის კალათბურთელთა ნაკრებმა მე-2 თამაში გამართა. D ჯგუფის მე-2 ტურის შეხვედრაში სერბები ფილიპინებს დაუპირისპირდნენ და მეტოქე 126:67 დაამარცხეს და პლეი-ოფში თამაში გაინაღდეს. ალექსანდრ ჯორჯევიჩის გუნდი დღევანდელ შეხვედრაშიც საოცარი სიზუსტით გამოირჩეოდა. სერბეთის ნაკრებმა ჯამში სროლების 75% გამოიყენა. სერბეთის შემადგენლობაში საუკეთესო ნემანია ბიელიცა იყო, რომელმაც 20 ქულას, 3 მოხსნასა და 1 შედეგიან გადაცემას […]