ნიკა ამაშუკელი | პირველად ევროთასის ფლეი ოფში
საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი სულ უფრო წინ მიიწევს. 2 აპრილს ის საკუთარ მაჩვენებელს გააუმჯობესებს და გახდება პირველი ქართველი რეფერი, რომელიც ევროთასების ფლეი ოფში იმსაჯებს. ამაშუკელი უკვე მესამე წელია ევროთასების შეხვედრებს მსაჯობს. აქამდე მას ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის თამაშებზე ნიშნავდნენ, ჩემპიონთა თასზე დებიუტში კი ხელი კორონავირუსმა შეუშალა. თუმცა მისი პროგრესი იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ ევროპის […]
ამაშუკელი 20-წლამდელთა ექვს ერზე ბრუნდება
საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი, ივნისში 20-წლამდელთა ექვსი ერის ორ შეხვედრას იმსაჯებს. შეგახსენებთ, პანდემიის გამო გადადებული ტურნირი ზაფხულში ერთ ლოკაციაზე, კარდიფში (უელსი), “არმს პარკზე” გაიმართება. ის 19 ივნისს დაიწყება და 13 ივლისს დასრულდება. ამაშუკელი პირველ ტურში უელსისა და იტალიის შეხვედრას იმსაჯებს, 25-ში კი ინგლისისა და შოტლანდიის დაპირისპირებას განსჯის. “მიხარია, რომ ასეთ მაღალი დონის ტურნირზე კიდევ […]