ბენზემა ტრავმის გამო ელ კლასიკოს გამოტოვებს
კარიმ ბენზემა “რეალს” “კლასიკოში” ვერ დაეხმარება – ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. “მალიორკასთან”, გასული ტურის მატჩში მიღებული კუნთის ტრავმის გამო, ფრანგი თავდამსხმელი “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაშს ვერ ახერხებს. თამაშამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბენზემა გამოჯანმრთელებას ასწრებდა, თუმცა დაზიანება შედარებით მძიმე გამოდგა. მადრიდელთა კაპიტანსა და ლიდერს საოცარი სეზონი აქვს. კარიმის ანგარიშზე ლა ლიგაში 22 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა. აქვე […]
მენდი ელ კლასიკოს გამოტოვებს, ბენზემას თამაში საეჭვოა
მადრიდის “რეალის” მცველი ფერლან მენდი ლა ლიგის 29-ე ტურში, “ბარსელონას” წინააღმდეგ, ვერ ითამაშებს. კუნთის ტრავმა, რომელიც ფრანგმა წინა დღეს მიიღო, მენდის უმნიშვნელოვანეს თამაშს გამოატოვებინებს. ინფორმაციას Marca ავრცელებს. რაც შეეხება “რეალის” ლიდერ, კარიმ ბენზემას, მისი მონაწილეობა მატჩში კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კარლო ანჩელოტი ფრანგი თავდამსხმელის საკითხს “ელ კლასიკომდე” გადაწყვეტს. გარდა ორი ფეხბურთელისა, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, […]
ბენზემა: ,,ალბათ, ახლა კარიერის საუკეთესო სეზონს ვატარებ”
მადრიდის ,,რეალის” თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ, ,,პარი სენ ჟერმენთან” მოგებულ მატჩზე ისაუბრა: ,,არ ვიცი, იყო თუ არა ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი რეალის მაისურით. ლივერპულთან ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრასაც ერთ-ერთ საუკეთესოდ მივიჩნევ. ალბათ, ახლა კარიერის სეზონს ვატარებ. ყოველთვის მინდა, რომ ყოველი წელი წინაზე უკეთესი იყოს. ვამაყობ, მაგრამ პსჟ-სთან მოგება მთელი გუნდის დამსახურებაა. თითოეული ჩვენგანისთვის ჯადოსნური საღამო […]
იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ, ერთმანეთს კარიმ ბენზემა და კრიშტიანუ რონალდუ შეადარა: ,,ჩემი აზრით, როგორც ცენტრალური თავდამსხმელი ბენზემა რონალდუზე გაცილებით ძლიერია. რონალდო, ვან ბასტენი, ლევანდოვსკი, იბრაჰიმოვიჩი… კარიმიც მათ შორისაა. მიუხედავად იმისა, რომ ბენზემა საფრანგეთის ნაკრებში 6 წელი არ თამაშობდა, ეროვნული გუნდის ბომბარდირთა შორის მაინც მესამე ადგილს იკავებს. კარიმს მკვლელის ინსტინქტი და ზიდანის უნარები […]
10 მარტს, ევროპა ლიგის 1/8 ფინალურ მატში, “ბარსელონამ” “გალათასარაის” უმასპინძლა და მატჩი უგოლოდ 0:0 დასრულდა. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში, მადრიდის “რეალმა” “პსჟ” 3:1 დაამარცხა და 1/4 ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. საოცარი მატჩი ჰქონდა, “სამეფო კლუბის” ფრანგ ფორვარდ – კარიმ ბენზემას, რომელმაც 17 წუთიან მონაკვეთში ფრანგულ გრანდს 3 გოლი გაუტანა და საკუთარი კლუბი ჩემპიონთა ლიგის […]
ბენზემა: “ჩვენ მენტალური სიძლიერით გავიმარჯვეთ”
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინაური მატჩი, მადრიდის რეალსა და პარი სენ-ჟერმენს შორის, გამორჩეული სანახაობა გამოდგა. კარიმ ბენზემას ჰეთ-თრიქით, მადრიდელებმა ურთულეს დაპირისპირებაში გაიმარჯვეს და შემდეგ ეტაპზე გადაინაცვლეს. მატჩის შემდეგ, კომენტარი გააკეთა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელმა, კარიმ ბენზემამ. “ჩემპიონთა ლიგა მადრიდის “რეალის” დნმ-ში ზის, ჩვენ ამ თამაშში მენტალური სიძლიერით გავიმარჯვეთ”, – თქვა ბენზემამ, რომელიც ტურნირის ისტორიაში ყველაზე “ხანდაზმული” ფეხბურთელი გახდა, […]
ჰოლანდმა 3 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
“დორტმუნდისა” და ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავმა – ერლინგ ჰოლანდმა მსოფლიოს 3 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. ბევრისათვის გასაკვირად, ჰოლანდის რჩეულ სამეულში კრიშტიანუ რონალდუ ვერ მოხვდა. გავლენიანი მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “დორტმუნდში” ჰოლანდის დღეები დათვლილია – ნორვეგიელი ვარსკვლავის შეძენით ისეთი გრანდები ინტერესდებიან, როგორიცაა: “მანჩესტერ სიტი”, “ბარსელონა”, “რეალი” და “პარი სენ-ჟერმენი”. ნორვეგიელის ტრანსფერის შემთხვევაში, ნებისმიერ გრანდს სოლიდური თანხის […]
ბენზემა: ,,მას, ვინც მესის აკრიტიკებს, ფეხბურთის არაფერი ესმის”
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის ,,რეალის” თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ, ლეო მესიზე ისაუბრა: ,,როგორ შეიძლება მესიმ წარმატებას ვერ მიაღწიოს? ახლა მას ადაპტაციის პერიოდი აქვს, ამიტომ ბევრ გოლს ვერ იტანს. მაგრამ შეხედეთ, რას აკეთებს მოედანზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი ფეხბურთელის გაკრიტიკება არ შეიძლება. მას, ვინც მესის აკრიტიკებს, ფეხბურთის არაფერი ესმის,” – Marca ციტირებს. მესი ,,ბარსელონადან” ,,პსჟ-ში” გასულ ზაფხულს […]
ბენზემა: ,,რონალდუს წასვლის შემდეგ, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღე”
მადრიდის ,,რეალის” თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ, განმარტა, რა შეიცვალა ,,სამეფო გუნდში” კრიშტიანუ რონალდუს ,,იუვენტუსში” გადასვლის შემდეგ: ,,როცა რონალდუ რეალში თამაშობდა, წელიწადში 50-60 გოლს იტანდა, ამიტომ ადაპტაცია საჭირო იყო. მოედანზე უფრო მეტი გადაადგილება და მისთვის თავისუფალი სივრცეების შექმნა მჭირდებოდა. კრიშტიანუს წასვლის შემდეგ, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღე, დავიწყე გოლების გატანა და საგოლე გადაცემების კეთება. შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი […]
ბენზემა პსჟ-სთან მატჩზე: ,,თუ ფინალში გინდა გასვლა, ყველა გუნდს უნდა მოუგო”
მადრიდის ,,რეალის” თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ, ,,პარი სენ ჟერმენთან” გასამართ მატჩზე ისაუბრა: ,,თუ ფინალში გინდა გასვლა, ყველა გუნდს უნდა მოუგო. უდავოა, რომ პარი სენ ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებს შორისაა. ორი რთული შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს. გვინდა, რომ რაც შეიძლება შორს წავიდეთ. ჩვენი შეტევა პარიზელთა თავდასხმის ხაზს არ უნდა შევადაროთ. რეალის ფეხბურთელები ამ მატჩს კარგ ფორმაში ხვდებიან. ვინც […]
ბენზემა: ,,ვინისიუსი ფანტასტიკური ფეხბურთელია, აქ მის დასახმარებლად ვარ”
მადრიდის ,,რეალის” თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ, ,,ვალენსიასთან” მოგების შემდეგ, ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა: ,,ხეტაფესთან მარცხის შემდეგ, თასის შეხვედრაში ვიმარჯვეთ, დღეს კი ჩვენთვის და ჩვენი ქომაგებისთვის შესანიშნავი მატჩი გამოვიდა. მეტოქეს გამარჯვება უნდოდა, მაგრამ 3 ქულა ჩვენ დაგვრჩა და ეს მთავარია. ვინისიუსი? ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. მასთან ერთად მოედანზე თავს კარგად ვგრძნობ. აქ იმისთვის ვარ, რომ მას დავეხმარო, მისი […]