პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა, სერბეთთან გამართულ მატჩზე ისაუბრა. სპეციალისტმა აღნიშნა, რომ შეხვედრის შემდეგ, მასთან მთავარი მსაჯი მივიდა და რონალდუს არჩათვლილი გოლის გამო, ბოდიში მოიხადა: ,,შედეგს ახსნას ვერ ვუძებნი. ჩვენ შევისწავლეთ სერბეთის ნაკრები. ვიცოდით, როგორ უნდა გვეთამაშა მათ წინააღმდეგ და ეს პირველ ნახევარში გამოგვივიდა კიდეც. სერბებმა მეორე ტაიმი კარგად დაიწყეს და გოლიც გაიტანეს, […]