რამდენიმე საათის წინ, “მინესოტა ტიმბერვულვზის” წარმომადგენლებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ კარლ-ენტონი თაუნსმა მრავალწლიან კონტრაქს მოაწერა ხელი. NBA-ს ერთ-ერთმა გამორჩეულმა ცენტრმა “ტიმბერვულზვთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა, თუმცა გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, კონტრაქტის დამატებითი დეტალები არ გასაჯაროვდა. 22 წლის კარლ-ენტონი თაუნსი პირადი სტატისტიკით ნამდვილად დაიკვეხნის. “მინესოტა ტიმბერვულვზის” რიგებში გატარებული სამი სეზონის მანძილზე, თაუნსი ერთ შეხვედრაში საშუალოდ 21.6 ქულას, 11.7 მოხსნას, 2.4 ასისტსა და […]