არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, კარლოს ტევესი ,,როსარიო სენტრალის” მთავარი მწვრთნელი გახდა. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ტევესმა ,,როსარიო სენტრალთან” 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. არგენტინელს ჯერჯერობით სამწვრთნელო კურსები გავლილი არ აქვს, ამიტომ ოფიციალურ ოქმებში ის მთავარ მწვრთნელად მოხსენიებული არ იქნება. ტევესის საფეხბურთო კარიერა წელს დასრულდა. თავდამსხმელი სხვადასხვა დროს ,,კორინთიანსში”, ,,ვესტ ჰემში”, ,,მანჩესტერ იუნაიტედში”, ,,მანჩესტერ სიტიში”, ,,იუვენტუსში”, […]