მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი რეიტინგში პირველ ადგილზე გადავიდა
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, არგენტინის ნაკრები FIFA-ს რეიტინგში პირველ პოზიციაზე დაწინაურდა. კატარში გამართული 2022 წლის მუნდიალის ტრიუმფატორი მსოფლიო რეიტინგის სათავეში მეზობელი ბრაზილიის გადასწრების შემდეგ აღზევდა. ამ პოზიციაზე “ალბისელესტე” ბოლოს 2017 წლის იანვარში იმყოფებოდა. მარტის თვეში ლიონელ მესიმ და მისმა თანანაკრებელებმა 2 მატჩი გამართეს და პანამა (2:0) და კურასაო (7:0) დაამარცხეს. რაც შეეხება საუკეთესო ათეულს, ის შემდეგნაირად გამოიყურება:
რა ბედი ელის კატარის სტადიონებს მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ?
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი დასრულდა. ტურნირის გამართვის დროსა და ადგილის შესახებ მრავალი მითქმა-მოთქმის, ნეგატიური წინარეგანწყობისა და კრიტიკული მოსაზრებების ფონზე გამართული უდიდესი საფეხბურთო ფორუმის გამარჯვებული ისტორიაში მესამედ არგენტინის ნაკრები გახდა, ლიონელ მესიმ კი თავისი უმდიდრესი ტიტულების კოლექცია სრულფასოვნად დააკომპლექტა. ტურნირის დასრულების შემდეგ, საინტერესოა, თუ რა ბედი ელის კატარის სტადიონებს, რომლების მშენებლობასაც უზარმაზარი ფინანსური რესურსი დასჭირდა და რასაც […]
მოდრიჩი: “დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფრის შემდეგ, როდრიგო უფრო ძლიერი დაბრუნდება”
დღეს კატარის მუნდიალზე მორიგი სენსაცია დაფიქსირდა. ხორვატიის ნაკრებმა შეძლო და ბრაზილია 1/4-ფინალიდან გამოთიშა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა. დამატებითი დროში კი, ორივე ნაკრებისგან, თითო-თითო გოლი ვიხილეთ. საბოლოოდ გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა. პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პენალტი გააფუჭა, “რეალის” ფეხბურთელი და ლუკა მოდრიჩის თანაგუნდელი როდრიგო იყო. მის გასამხნევებლად კი ლუკა მოდრიჩმა შემდეგი სიტყვები თქვა: “მის ასაკში ვიყავი, […]