კეი ნიშიკორი კორონავირუსით დაინფიცირდა
ცნობილი იაპონელი ჩოგბურთელი კეი ნიშიკორი კორონავირუსით დაავადდა და ნიუ იორკის მასტერსსა და აშშ-ს ღია პირველობაზე ვერ ვიხილავთ. ჩოგბურთელმა სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. 30 წლის ნიშიკორი მოახლოებული ტურნირებისთვის ფლორიდაში ნიკ ბოლეტიერის აკადემიაში ემზადებოდა და კონტაქტი არაერთ კოლეგასთან ჰქონდა. ამდენად, გამორიცხული არაა, უახლოეს დღეებში COVID 19 სხვა ჩოგბურთელებსაც აღმოაჩნდეთ.
უიმბლდონი – 1/4-ფინალური შეხვედრების პრევიუ
2019 წლის რიგით მესამე დიდი სლემის ტურნირზე, უიმბლდონზე, მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში საკმაოდ დაძაბული და საინტერესო 1/4-ფინალური შეხვედრები გაიმართება: ნოვაკ ჯოკოვიჩი Vs. დავიდ გოფინი პლანეტის საუკეთესო ჩოგბურთელის მეოთხედფინალური გზა ბელფიელ დავიდ გოფინს გადაეკვეთა, შეხვედრის ერთპიროვნული ფავორიტი, რა თქმა უნდა, ნოვაკ ჯოკოვიჩია. სერბი მიმდინარე უიმბლდონისათვის განსაკუთრებულად ემზადებოდა. სანამ უიმბლდონი დაიწყებოდა, ექსპერტების აზრით ყველაზე დიდი ჩემპიონობის შანსი სწორედ […]
ნადალის მორიგი საოცარი მომენტი როლან გაროსზე (ვიდეო)
ლონდონის შემაჯამებელი ტურნირი (მეორე შეხვედრების შემდეგ)
11 ნოემბერს საჩოგბურთო სამყაროში უკანასკნელი ტურნირი დაიწყო – ლონდონის შემაჯამებელი ტურნირი, სადაც მსოფლიოს საუკეთესო 8 ჩოგბურთელი მონაწილეობს. ეს გახლავთ ერთადერთი ტურნირი, რომელიც ჯგუფური სისტემით ტარდება, ასევე ერთადერთი ტურნირი, რომელიც 1500-ქულიანია. ტურნირს გამოაკლდნენ მსოფლიოს მე-2 ნომერი რაფაელ ნადალი და მსოფლიოს მე-4 საფეხურზე მყოფი ხუან-მარტინ დელ პოტრო, მათ ნაცვლად კი ტურნირს მე-9 და მე-10 ჩოგნები, კეი ნიშიკორი […]
ATP ვენა – ფინალი (მიმოხილვა)
დასრულდა კაცთა ერთეულთა თანრიგში მიმდინარე ვენის 500-ქულიანი ტურნირი, სადაც შესანიშნავი ასპარეზობით ფინალის საგზურები მოიპოვეს მსოფლიო რეიტინგის მე-8 ნომერმა კევინ ანდერსონმა და მე-11 ნომერმა კეი ნიშიკორიმ. სპეციალისტების აზრით შეხვედრის ფავორიტად იაპონელი ჩოგბურთელი – კეი ნიშიკორი მიიჩნეოდა, თუმცა მატჩის სურათი სხვაგვარი გახლდათ. რთული და დამღლელი ბადის შემდეგ კევინ ანდერსონს ფინალურ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება ძალიან უნდა გაძნელებოდა, ამასთან […]
ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირს გამოეთიშა
მსოფლიოს 31-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირს გამოეთიშა. მსოფლიოს მე-12 ნომერ იაპონელ კეი ნიშიკორისთან შეხვედრა სამსეტიანი გამოდგა. პირველ სეტში დამარცხების შემდეგ ნიკოლოზმა მეორეს მოგება შეძლო, თუმცა მესამე სეტში ძლიერ მეტოქესთან ვერაფერს გახდა და საბოლოოდ 6-3, 4-6,6-4 დამარცხდა.
კეი ნიშიკორი – ნოვაკ ჯოკოვიჩი 0-3 (3:6; 4:6; 2:6)
სერბმა ჩოგბურთელმა, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგის მეექვსე ნომერია, იაპონელი კეი ნიშიკორი საკმაოდ ადვილად 3 სეტში დაამარცხა და ამერიკის ღია პირველობის ფინალში მერვედ გავიდა, სადაც მისი მეტოქე არგენტინელი ხუან-მარტინ დელ პოტრო იქნება. შეგახსენებთ, რომ US OPEN-ის ფინალი მამაკაცებს შორის 10 სექტემბერს 00:00 საათზე გაიმართება.