რონალდუ ჩავის გაუთანაბრდა – 10 ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი ისტორიაში
იტალიის სუპერთასის 2020 წლის შეხვედრაში, ტურინის “იუვენტუსმა” “ნაპოლის” ორი უპასუხო გოლი გაუტანა და ისტორიაში მეცხრე ტიტულს დაეუფლა. მატჩში გამარჯვების გოლის გატანა კრიშტიანუ რონალდუმ, 64-ე წუთზე მოახერხა, რომლისთვისაც ეს ისტორიული მომენტი აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ 35 წლის სუპერვარსკვლავისთვის ეს კარიერაში გატანილი 760-ე გოლი გახლდათ, რა მაჩვენებლითაც 5 ოქროს ბურთის მფლობელმა ავსტრიელ იოზეფ ბიკანს გადაასწრო და ფეხბურთის […]
იურგენ კლოპი ინტერვიუს დროს ატირდა და პირდაპირი ეთერი დატოვა (ვიდეო)
იურგენ კლოპმა პრემიერ ლიგის ტიტულის მოგებიდან რამდენიმე წუთში პირველი ინტერვიუ “სქაი სპორტს” მისცა. “ჩელსიმ” “მანჩესტერ სიტი” შინ 2:1 დაამარცხა, რამაც “მერსისაიდელები” მიუწვდომელი გახადა და კლოპის გუნდმაც 30 წლის მანძილზე პირველად მოახერხა ჩემპიონობის მოპოვება. ინტერვიუს დროს კლოპი კლუბის ლეგენდებს: ფილ ტომპსონ, კენი დალგლიშს და გრემ სუნესს ესაუბრა. კლუბის მაისურში გამოწყობილმა გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა: ” მე სიტყვები […]
ლივერპულის ლეგენდას კორონავირუსი დაუდგინდა
მერსისაიდული გრანდის საკულტო ფიგურას – კენი დალგლიშს კორონავირუსი დაუდგინდა. გავრცელებული ინფორმაციით, 69 წლის დალგლიში საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. “მიუხედავად იმისა, რომ დალგლიშს ინფექციის არანაირი სიმპტომები არ გააჩნდა მას კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა. ჩატარებულმა ტესტირებამ COVID-19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა”, – აღნიშნულია ოფიციალურ მოხსენებაში. “ლივერპულის” ლეგენდის გამხნევება სტივენ ჯერარდმა, ჯეიმი კარაგერმა და იან რაშმა […]
კლოპმა სასურველი შემცვლელის ვინაობა დაასახელა
იურგენ კლოპის მტკიცებით, იგი სტივენ ჯერარდს სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს იმ შემთხვევაში თუ “ლივერპულის” მთავარ მწვრთნელად დანიშნავენ. “თუ ხვალ “ლივერპული” ჩემს დასჯას გადაწყვეტს, შემცვლელად კენი დალგლიში იდეალური კანდიდატურა იქნება, მაგრამ მერსისაიდელები სტივენ ჯერარდს დაუძახებენ. ვის ვისურვები ჩემს შემცვლელად? სტივენ ჯერარდი! ყველანაირად შევეცდები მის დახმარებას.” – აღნიშნა იურგენ კლოპმა.