ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა, ლევან კობიაშვილმა და დავით მუჯირმა ლატვიაში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, რომელშიც მსოფლიო ფეხბურთის ისეთმა ვარსკვლავებმაც ითამაშეს, როგორებიც ლუიშ ფიგუ, როისტონ დრენტე, კევინ კურანი, ნუნუ გომეში და სხვები არიან. აღნიშნული მატჩი ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა, რომელიც დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავდა. მატჩში ერთმანეთს ლატვიელი ვეტერანი ფეხბურთელები და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები დაუპირდნენ, რომელთა გუნდსაც […]