“ბრძოლის შემდეგ ხაბიბმა დამირეკა” – ისლამ მახაჩევი
ავსტრალიაში გამართული UFC 284-ის ღონისძიება საინტერესო ბრძოლით დაგვირგვინდა, სადაც ერთმანეთს ჩემპიონები ისლამ მახაჩევი და ალექს ვოლკანოვსკი დაუპირისპირდნენ. ეს შეხვედრა ამ უკანასკნელის მარცხით დასრულდა, რამაც MMA-ს სამყაროში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ჯო როგანმა აღნიშნა, რომ გამარჯვება არა ისლამს, არამედ ალექსს ეკუთვნოდა. “ისლამ მახაჩევი ამ ბრძოლაში დამარცხდა. ჩემთვის ვოლკანოვსკიმ სამი რაუნდი მოიგო.” ამ აზრს არ იზიარებს თავად მახაჩევი, […]
ვოლკანოვსკისთან ბრძოლაში მახაჩევის კუთხეში ხაბიბი არ იქნება
კარიერის დასრულების შემდეგ, ხაბიბ ნურმაგომედოვი შერეული ორთაბრძოლების ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი გახდა, მაგრამ როგორც ჩანს, ის ამ საქმიანობისგან შეისვენებს. UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც თითქოს მიანიშნებდა, რომ ის ტოვებდა MMA-ს. ”წელი, რა თქმა უნდა, ძალიან დატვირთული და წარმატებული გამოდგა. თავს გაუფრთხილდეთ ძმებო. იმედი მაქვს, რომ ჩემი გადაწყვეტილება სწორია, ყველა ძალიან მიყვარხართ.” View this […]
ხაბიბი: “ისლამი ფრთხილად უნდა იყოს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩარლზს მარტივად დაამარცხებს”
ხაბიბ ნურმაგომედოვი ფიქრობს, რომ ისლამ მახაჩევი ჩარლზ ოლივეირას მარტივად გაუმკლავდება. მოულოდნელი არ არის, რომ ისლამის კუთხეში მისი მენტორი და ბიძაშვილი ხაბიბ ნურმაგომედოვი იქნება. ყოფილმა მებრძოლმა მას ჩემპიონობა უწინასწარმეტყველა. მიუხედავად იმისა, რომ ოლივეირამ ბოლო ბრძოლებში ისეთი მეტოქეები დაამარცხა, როგორებიც მაიკლ ჩენდლერი, დასტინ პორიე და ჯასტინ გეიჯი არიან, ხაბიბი მაინც თვლის, რომ მახაჩევი მარტივად გაიმარჯვებს. გარდა ამისა, […]
GSP-მ გაამხილა, რომ მას ორ UFC-ის ლეგენდასთან ბრძოლის შანსი ჰქონდა
ლეგენდარულმა კანადელმა მებრძოლმა განაცხადა, რომ მას ანდერსონ სილვასა და ხაბიბ ნურმაგომედოვთან შეხვედრის შანსი ჰქონდა. ჯორჯ სენ-პიერმა კარიერა 2019 წელს დაასრულა და UFC-ის დიდების დარბაზის წევრიც გახდა. ბევრის აზრით, GSP მისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლად ითვლება. მას ყოველთვის ორ სახელს უკავშირებდნენ – საშუალო წონის მეფე ანდერსონ სილვას და დაუმარცხებელ ხაბიბ ნურმაგომედოვს. მის ბოლო ინტერვიუში მებრძოლმა ასეთი, […]
ხაბიბი დრონმა შეაწუხა და მუშტიც უთავაზა | VIDEO 
სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ხაბიბი მარტო ვარჯიშობს ცარიელ დარბაზში. როგორც ჩანს, ვიღაცამ ამ ყველაფრის გადაღება გადაწყვიტა, რამაც ხაბიბს, ცოტა არ იყოს, ნერვები მოუშალა და “არწივმა” მაშინვე ძლიერი მარჯვენა პირდაპირი გაუშვა დრონისკენ. ხაბიბ ნურმაგომედოვი უდავოდ არის UFC-ის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი. “არწივმა” დაუჯერებელი დაუმარცხებელი სერია შემოგვთავაზა, რომელიც 29 ბრძოლას მოიცავდა. მის ოპონენტთა სიაშია ისეთი სახლოვანი მებრძოლები […]
ხაბიბმა მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა
UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა და ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა. ხაბიბი მერაბისა და მისი ბიძაშვილის ბრძოლას საინტერესოდ მიიჩნევს. ” შეხედეთ მერაბს, ზედიზედ 8 მოგება. ეს უბრალო მებრძოლის შედეგი არაა. მერაბის და ჩემი ბიძაშვილის უმარ ნურმაგომედოვის ორთაბრძოლა ძალიან საინტერესო იქნება. მე სიამოვნებით ვიხილავდი. მიუხედავად იმისა, რომ მერაბი ახლა რეიტინგში უფრო მაღლაა, ისინი პოტენციური მეტოქეები არიან. […]
დენიელ კორმიემ გულშემატკივრებს ხაბიბის შესახებ ახალი ინფორმაცია გაანდო
მას შემდეგ, რაც ხაბიბ ნურმაგომედოვმა UFC დატოვა, ყოფილ მებრძოლს ბევრჯერ დაუსვეს შეკითხვა დაბრუნდებოდა თუ არა კვლავ ოქტაგონზე. 33 წლის ჩემპიონმა დაარწმუნა გულშემატკივრებიც და ჟურნალისტებიც, რომ ის შეასრულებს დედისთვის მიცემულ პირობას და აღარ იბრძოლებს. UFC-ის ფანების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ხაბიბი მაინც დაბრუნდება. მათი აზრით, თუ მახაჩევი ოლივეირასთან დამარცხდება, ნურმაგომედოვი ბრაზილიელზე შურს იძიებს და ოქტაგონზე შეებრძოლება. […]
ხაბიბი შესაძლოა UFC-ში დაბრუნდეს
ხაბიბ ნურმაგომედოვი შესაძლოა UFC-ში დაბრუნდეს. დაღესტანელმა მებრძოლმა ბოლო შეხვედრა ჯასტინ გეიჯისთან ჩაატარა და მისთვის ჩვეული სტილით დაამარცხა . კავკასიელს კარიერაში 29 გამარჯვება მოუგროვდა და არცერთი მარცხი არ ჰქონია. “არწივმა” კარიერის დასრულება მისი მამის და პირადი მწვრთნელის, უეცარი სიკვდილის შემდეგ გადაწყვიტა. ის დედამისს დაჰპირდა, რომ ოქტაგონზე აღარ იბრძოლებდა. თუმცა, ხაბიბი UFC-ში სხვა ამპლუაში დაბრუნდება. ის ამჯერად […]
ტაისონის რეაქცია, როდესაც ნურმაგომედოვმა საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა | VIDEO
UFC 160-ის ივენთზე, ხაბიბ ნურმაგომედოვი აბელ ტრუხილოს დაუპირისპირდა. 2013 წელს, ტრუხილოს წინააღმდეგ გამართული ბრძოლის შემდეგ, ხაბიბ ნურმაგომედოვს MMA-ს ეგიდით მოპოვებული მე-20 პროფესიონალური გამარჯვება დაუგროვდა, თუმცა მებრძოლების შორის პირველი დაპირისპირება ჯერ კიდევ აწოვნების დროს შედგა. ხაბიბ ნურმაგომედოვისა და აბელ ტრუხილოს აწონვებსა და პირისპირ დგომს, ლეგენდარული მოკრივე მაიკ ტაისონიც ესწრებოდა. პირისპირ დგომის დროს, ნურმაგომედოვმა ემოციების მოთოკვა ვერ […]
ნურმაგომედოვი არ ჩერდება – დაუმარცხებელი ჩემპიონი დინების საწინააღმდეგოდ ცურავს | VIDEO
დათვთან ჭიდაობისა და ექსტრემალურ პირობებში წონის დაგდების შემდეგ, ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ ხაბიბი გულშემატკივრების გაკვირვებას კიდევ შეძლებდა, თუმცა სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა კადრებმა ფურორი მოახდინა. 2019 წელს, დასტინ პორიეს წინააღმდეგ გასამართი ბრძოლისათვის UFC-ის დაუმარცხებელი ჩემპიონი განსაკუთრებით ემზადებოდა. დაღესტანში, ყინულივით ცივ მდინარე კიზილიურტში, ნურმაგომედოვი დინების საწინააღმდეგო მიმართულებით ცურავდა. Khabib Nurmagomedov turns 33 today. He once trained for […]
რიო ფერდინანდისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის პირისპირ დგომი | VIDEO
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-7 ტურის ეგიდით გამართულ შეხვედრას, რომელშიც “მანჩესტერ იუნაიტედი” “ევერტონს” დაუპირისპირდა, განსაკუთრებული სტუმრები ესწრებოდნენ. “ოლდ ტრაფორდზე” შეკრებილ პუბლიკასთან ერთად, მატჩს უსეინ ბოლტი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, სერ ალექს ფერგიუსონი, რიო ფერდინანდი და პატრის ევრაც ადევნებდნენ თვალს. შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ლეგენდა UFC-ის დაუმარცხებელი ჩემპიონი – ხაბიბ ნურმაგომედოვი, ფეხბურთის განსაკუთრებული სიყვარულითაა ცნობილი. მატჩის დაწყებამდე ნურმაგომედოვი “მანჩესტერ […]
ნურმაგომედოვი – თუ დავლევ ყველას დაგანგრევთ
“მანჩესტერ იუნაიტედი” მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. “წითელი ეშმაკების” გულშემატკივართა ურიცხვ არმიაში უსეინ ბოლტი და ხაბიბ ნურმაგომედოვიც ირიცხებიან. კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნების შემდეგ კი პრემიერ ლიგის გრანდის ფანების არმია გაორმაგდა. ინგლისის პრემიერ ლიგის მე-7 ტურის ეგიდით გამართულ შეხვედრას, რომელშიც “მანჩესტერ იუნაიტედი” “ევერტონს” დაუპირისპირდა, განსაკუთრებული სტუმრები ესწრებოდნენ. “ოლდ ტრაფორდზე” შეკრებილ პუბლიკასთან ერთად, მატჩს უსეინ ბოლტი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, […]