ATP თასი: სერბეთის ნაკრები ფინალში გავიდა
იანვარი 11, 2020
135
დღეს გამთენიისას ATP თასზე ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა. დუსან ლაიოვიჩი კარენ ხაჩანოვს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 7:5 7:6 გაიმარჯვა. მეორე შეხვედრა საოცრად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. ნოვაკ ჯოკოვიჩმა რუსი დანილ მედვედევი სამ სეტში 6:1 5:7 6:4 დაამარცხა. სერბეთის ნაკრები ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთის ან ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მეტოქე რამდენიმე საათში გაირკვევა.
ATP მოსკოვი – ფინალი მანარინო – ხაჩანოვი (ვიდეო)
ოქტომბერი 22, 2018
58
დასრულდა რუსეთში, კერძოდ – მოსკოვში მიმდინარე 250-ქულიანი საჩოგბურთო ტურნირი, სადაც ფინალურ ეტაპზე ერთმანეთის პირისპირ მსოფლიო რეიტინგის 49-ე ნომერი, ადრიან მანარინო და რეიტინგის 26-ე ნომერი კარენ ხაჩანოვი დადგნენ.