ლა ლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში, “ვალენსიამ” “რეალ სოსიედადთან” უგოლო ფრე (0:0) ითამაშა. “ღამურების” კარი აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა დაიცვა, რომელმაც 2021 წლის 22 სექტემბრის შემდეგ პირველად ითამაშა და დაკისრებულ მოვალეობას თავი იდეალურად გაართვა. მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა, რაც “ვალენსიამ” ბოლო 12 მატჩში მხოლოდ მეორედ მოახერხა. მატჩის შემდეგ, 21 წლის ფეხბურთელის თამაშს ბევრი […]