ლა ლიგის პრეზიდენტმა ლიონელ მესიზე ისაუბრა
“ლა ლიგის” პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა ლიონელ მესიზე ისაუბრა.
ტებასი: ,,მესის ასეთი წასვლა არ დაუმსახურებია, არც ბარსელონადან და არც – ლა ლიგიდან”
ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, კატალონიის ,,ბარსელონადან” ლეო მესის წასვლაზე ისაუბრა: ,,რონალდუ, გვარდიოლოა და მოურინიო წავიდნენ… ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ მსოფლიოს 2 საუკეთესო ფეხბურთელი 2 საუკეთესო გუნდში თამაშობდა, ლა ლიგამ კი ეს გამოიყენა და ერთ-ერთი უძლიერესი ტურნირი გახდა. შესაძლოა, მესის გადასვლა ყველაზე მტკივნეული იყო, რადგან პირადად მე მას ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ მივიჩნევ. ლეოს ასეთი წასვლა […]
ლა ლიგის პრეზიდენტი: “რონალდუს წასვლამ ვერაფერი დაგვაკლო, მესი სხვა საქმეა”
ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, განაცხადა, რომ ესპანეთის ჩემპიონატიდან კრიშტიანუ რონალდუს წასვლას ორგანიზაცია არ დაუზარალებია. მისი თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პრიმერა დივიზიონს ლეო მესი დატოვებს. “კრიშტიანუს ლა ლიგიდან სერია A-ში გადასვლამ თითქმის საერთოდ არ დაგვაზარალა. საერთოდაც, ამ ფაქტს ჩვენზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. ეს იმის დამსახურებაა, რომ ლა ლიგა წლების განმავლობაში ცდილობდა, რომ […]
ლა ლიგის პრეზიდენტი: ,,ფატი მბაპეს არაფრით ჩამორჩება, მეტიც, ჯობნის კიდეც”
ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, ერთმანეთს ანსუ ფატი და კილიან მბაპე შეადარა: ,,ყოველთვის დიდი ყურადღებით ვაკვირდებით იმას თუ რა ხდება ესპანეთს გარეთ. ჩვენ გვყავს ანსუ ფატი, რომელიც, სამწუხაროდ, ტრავმებმა შეაწუხა, მაგრამ, დროთა განმავლობაში, მან დაამტკიცა, რომ კილიან მბაპეს მინიმუმ არაფრით ჩამორჩება, მეტიც, ჯობნის კიდეც,” – ტებასის სიტყვებს As-ი ციტირებს. შარშან, ნოემბერში მიღებული ტრავმის გამო, ფატის […]
ლა ლიგის პრეზიდენტი სიტის დისკვალიფიკაციაზე: “სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”
“მანჩესტერ სიტი” ჩემპიონთა ლიგის მომდევნო 2 სეზონის განმავლობაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ინგლისელებს, ამავდროულად, სასჯელის სახით, 30 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. აღნიშნულ ფაქტს ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი გამოეხმაურა: “როგორც იქნა, UEFA-მ გადაწყვეტილება მიიღო. სამართლიანი თამაშის (Fair Play) ფინანსური წესების აღსრულება და ფინანსური დოპინგის აღკვეთა ფეხბურთის მომავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წლების განმავლობაში, “მანჩესტერ სიტისა” და “პარი სენ-ჟერმენის” […]
მესიმ შესაძლოა იანვრამდე ვერ ითამაშოს – ბარსელონას ახალი თავსატეხი გაუჩნდა
“ბარსელონა” ახალი თავსატეხის წინაშე აღმოჩნდა. შესაძლოა ისე მოხდეს, რომ “ბლაუგრანამ” სეზონის საწყისი ნახევარი მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გარეშე ჩაატაროს. საქმე იმაშია, რომ ლეო მესისთვის გაფორმებული ახალი, 4-წლიანი კონტრაქტის ძალაში შესასვლელად კატალონიურ კლუბს რიგი ფინანსური და იურიდიული ოპერაციების განხორციელება მოუწევს. უფრო კონკრეტულად, საქმე სახელფასო ჭერს ეხება. იმისთვის, რომ ესპანურმა გრანდმა არგენტინელი სუპერვარსკვლავისთვის ახალი ხელშეკრულებით […]
ლა ლიგის პრეზიდენტი ჯანი ინფანტინოს კრიტიკას გამოეხმაურა
ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი, ჯანი ინფანტინოს კრიტიკას გამოეხმაურა.
ლა ლიგის პრეზიდენტი: “მესისა და რონალდუს წასვლით ეკონომიკური პრობლემები არ შეგვქმნია”
ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ჩემპიონატიდან წასვლას ესპანეთის ლიგისთვის ეკონომიკური პრობლემები არ შეუქმნია. “შეეხო ეკონომიკურად ლა ლიგას მესის “პსჟ”-ში წასვლა? არა, აბსოლუტურად არანაირი გავლენა. არ აქვს მნიშვნელობა, მესი დაგვტოვებს თუ რონალდუ. ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე ვარსკვლავის წასვლას გავუმკლავდეთ. აი, მაგალითი – სერია A-ს რონალდუს “იუვენტუსში” გადასვლის შემდეგ პროგრესი არ […]
ლა ლიგაში პრეზიდენტი აირჩიეს
ხავიერ ტებასი ლა ლიგის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს. ტებასი თანამდებობის დაკავების ერთადერთი კანდიდატი გახლდათ, ამიტომაც, არჩევნებს ფორმალური ხასიათი ჰქონდა. 57 წლის ესპანელი ლა ლიგის მმართველის პოსტს უახლოესი 4 წლის განმავლობაში რიგგარეშე გენერალური ასამბლიის გარეშე დაიკავებს. ტებასი ლა ლიგის პრეზიდენტად 2013 წლის შემდეგ მუშაობს. ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, 18 ტურის შემდეგ “ბარსელონა” 38 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.
ლა ლიგის პრეზიდენტი: “მესის წასვლა სირცხვილი იქნება”
ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა წინა კვირებში, “ბარსელონას” ხელმძღვანელობასა და ლიონელ მესის შორის არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. “როცა მესის და “ბარსელონას” საქმეში ჩავერიეთ, ჩვენ ცხადია კლუბის ინტერესების დასაცავად ვმოქმედებდით. რა თქმა უნდა, ყველას სურვილია, რომ ლეო მესი თავის ლიგაში იხილოს. თუ ის შემდეგ სეზონში კლუბის დატოვებას მაინც გადაწყვეტს, ეს სირცხვილი იქნება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ […]