ესპანური მედია-საშუალებები, ლა ლიგის განახლების წინ, თითოეული გუნდის სავარაუდო ძირითად შემადგენლობას ავრცელებენ. საინტერესოა, რომ მეკარის პოზიციაზე არსებული დანაკლისის ფონზე, “ვალენსიას” ძირითადი შემადგენლობის წევრად, ესპანური პრესა სწორედ საქართველოს ნაკრების გოლკიპერს, გიორგი მამარდაშვილს განიხილავს. futbolfantasy.com-ის ვერსიით, “ღამურების” კარს 14 აგვისტოს, ლა ლიგის პირველ ტურში, “ხეტაფეს” წინააღმდეგ “დინამო თბილისის”, “რუსთავის” და თბილისის “ლოკომოტივის” ყოფილი ფეხბურთელი დაიცავს. ამის ალბათობას […]