ესპანეთის სუპერთასის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ბილბაოს “ატლეტიკი” და “ბარსელონა” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ბასკების გამარჯვებით – 3:2 დასრულდა. საინტერესოა, რომ “ბილბაოს” დამრიგებელი მარსელინო გარსია ტორალი პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც კატალონიური გრანდი ორ ფინალში დაამარცხა. პირველად ესპანელმა სპეციალისტმა ეს 2019 წელს, კოპა დელ რეიზე,. “ვალენსიასთან” ერთად გააკეთა. გამარჯვებული გუნდის შემადგენლობიდან გოლები ოსკარ დე მარკოსმა, ასიერ ვილალიბრემ და ინიაკი […]