არგენტინის “ლიგა პროფესიონალის” 23-ე ტურის ცენტრალური მატჩი, რომელშიც “ხიმნასია ლა პლატასა” და “ბოკა ხუნიორსის” დაპირისპირება უნდა შემდგარიყო, თავიდანვე უდიდესი ინტრიგით იყო განმსჭვალული. არგენტინელი გულშემატკივრის სიყვარული ფეხბურთისადმი უცხო არავისთვისაა და ფართო განხილვას არ საჭიროებს. რთულია არ გიყვარდეს, არ სუნთქავდე და არ ცხოვრობდე სპორტის იმ სახეობისთვის, რომელშიც სხვადასხვა დროს, ისეთმა ლეგენდებმა იასპარეზეს, როგორიცაა: დიეგო არმანდო მარადონა, ალფრედო […]