ხორვატიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლუკა მოდრიჩმა, იაპონიასთან მოგებული მატჩი შეაფასა: ,,დრამის გარეშე არ შეგვიძლია. ბედნიერები ვართ, რადგან მომდევნო ეტაპზე გავედით. პირველ ტაიმში კარგი მომენტები გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ. თუმცა, ხასიათი ისევ გამოვავლინეთ და მივედით პენალტების სერიამდე, სადაც ლივაკოვიჩი სასწაული იყო. რთული, დამღლელი მატჩი გამოვიდა. ეს რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატს მახსენებს. ლივაკოვიჩმა დაამტკიცა, რომ შესანიშნავი მეკარეა. მომდევნო […]