ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად გარდაცვლილი ხოსე ანტონიო რეიესის ბიძაშვილმა ავარიის დეტალები გაიხსენა. ხუან მანუელ კალდერონის თქმით, ავარიის მომენტში იგი რეიესის ავტომობილში იმყოფებოდა, რომელიც ძალიან მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა. “ინციდენტის დროს ფანჯრიდან ვიხედებოდი. ზუსტად არ მახსოვს რა გააკეთა ხოსემ. არ ვიცი, ძალიან მაღალი სიჩქარით მივქროდით, შეიძლება ითქვას, რომ მივფრინავდით”, – აღნიშნა ხუან მანუელ კალდერონმა. შეგახსენებთ, ხოსე ანტონიო რეიესი და […]