ვინ არის დამნაშავე? – ლუის სუარესმა ბარსელონას დატოვების მიზეზებზე ისაუბრა
მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა “ბარსელონადან” წასვლის მიზეზებზე კიდევ ერთხელ, უფრო დეტალურად ისაუბრა და ამ საკითხში კლუბის ყოფილი პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ და მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი დაადანაშაულა. ამასთან ერთად, 34 წლის ფეხბურთელმა კატალონიურ გრანდში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებაც ისაუბრა. “ჩავის შესაძლო ჩამოსვლა კლუბში? მე ვფიქრობ, რომ ჯობია ის ამისთვის შესაფერის მომენტს დაელოდოს. მგონია, რომ ახლა არ […]
ოფიციალურად: ბარსელონას ახალი პრეზიდენტი ჰყავს
საფეხბურთო კლუბ “ბარსელონაში” საპრეზიდენტო არჩევნები შედგა და ხმების დათვლის პროცესიც დასასრულს უახლოვდება. როგორც კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, ამ მომენტისთვის ხმათა საერთო რაოდენობის 99.36% დათვლილია და ამ მონაცემების მიხედვით, ჟოან ლაპორტა დამაჯერებლად ლიდერობს. ლაპორტამ ხმათა 57.63% დააგროვა, რაც დაახლოებით 30 000-მდე ხმას უდრის. შესაბამისად, დარჩენილი ხმების დათვლის შემდეგაც, ნებისმიერ შემთხვევაში, 58 წლის ესპანელი გამარჯვებული იქნება. მეორე […]
ბართომეუ დაპატიმრებულია – ბარსელონას ოფისი გაჩხრიკეს
საფეხბურთო კლუბ “ბარსელონაში” დიდი სკანდალია. ის, რაზეც ესპანური მედიის წარმომადგენლები ბოლო წლების განმავლობაში საუბრობდა, ოფიციალური სტრუქტურების განხილვის საგანი გახდა. სულ ცოტა ხნის წინ, კატალონიურ კლუბში და ავტონომიური რეგიონის პოლიცია შევიდა და ოფისის ჩხრეკა დაიწყო. ჩხრეკის პარალელურად, სამართალდამცავებმა კლუბის ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის “ბლაუგრანას” ბოლო პრეზიდენტის, ხოსეპ მარია ბართომეუს დაპატიმრება გადაწყვიტეს. ბართოემუსთან ერთად უკვე დააკავეს ოსკარ […]
ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნების ახალი თარიღი ცნობილია
“ბარსელონას” ოფიციალურ ვებგვერდზე კლუბის საპრეზიდენტო არჩევნების ახალი თარიღი განთავსდა. ცნობილი გახდა, რომ კლუბის ახალი მესვეურის არჩევა 2021 წლის 7 მარტს მოხდება. აქამდე, არჩევნების ჩატარება 24 იანვარს იგეგმებოდა, თუმცა კატალონიის ხელისუფლებამ კლუბს განუცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამომრჩეველს მუნიციპალიტეტებს შორის თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევს. ამჟამად, “ბლაუგრანას” ხელმძღვანელის სავარძლის მოსაპოვებლად სამი კანდიდატი იბრძვის: ჟოან ლაპორტა, ვიქტორ ფონტი […]
ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო
15 იანვარს, კატალონიის მთავრობამ და “ბარსელონას” წევრებმა საფეხბურთო კლუბის საპრეზიდენტო და გამგეობის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართეს. კატალონიელთა ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად, მთავრობამ შეხვედრაზე “ბარსას” წარმომადგენლებს განუცხადა, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამომრჩევლებს მუნიციპალიტეტებს შორის თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევს. კლუბმა, თავის მხრივ, გამოაცხადა არჩევნების დანიშნულ თარიღზე ჩატარების შეუძლებლობა (24 იანვარი. ამ შეზღუდვების გამო, გადაწყდა არჩევნების […]
ბარსელონას პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი: “ეს ბინძური ომია”
“ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატმა ემილი რუსომ, რომელმაც კანდიდატურა მოხსნა, თავისი გადაწყვეტილება განმარტა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან შეაგროვა ხელმოწერების საჭირო რაოდენობა, მაგრამ ზოგიერთი მათგანი საეჭვო აღმოჩნდა. სიმართლის დასადგენად ჩატარდა შემოწმება. რუსო არ დაელოდა პროცესის დასრულებას და არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა, თუმცა შედეგები მეორე დღეს უნდა გამოქვეყნებულიყო. “დღეს ღირსეული გადაწყვეტილება მივიღეთ. ჩვენ არ შეგვეძლო შევგუებოდით ბინძურ ომს […]
კიდევ ერთი კანდიდატით ნაკლები – ბარსელონას პრეზიდენტობისთვის სამნი იბრძოლებენ
არჩევნების მოახლოებასთან ერთად, “ბარსელონას” პრეზიდენტობისთვის მებრძოლ კანდიდატთა სია კვლავ მცირდება. რამდენიმე დღის წინ, კატალონიური გრანდის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა 4 კანდიდატი დაარეგისტრირა, რომელთაგან ერთ-ერთმა მონაწილეობის მიღება გადაიფიქრა. Sport.es–ის ცნობით, ემილი რუსომ კანდიდატურა მოხსნა. მან შეაგროვა ხელმოწერების საჭირო რაოდენობა, მაგრამ ზოგიერთი მათგანი საეჭვო აღმოჩნდა. სიმართლის დასადგენად ჩატარდა შემოწმება. რუსო არ დაელოდა პროცესის დასრულებას და არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა, თუმცა შედეგები […]
ოფიციალურად: ბართომეუმ ბარსელონას პრეზიდენტის პოსტი დატოვა
ევროპის წამყვანი საფეხბურთო გამოცემები ერთხმად იუწყებიან, რომ ხოსეპ მარია ბართომეუმ “ბარსელონას” პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. ჯერჯერობიოთ დეტალები ცნობილი არ ხდება და კომენტარს არც კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს, თუმცა ცნობილი ხდება, რომ ბართომეუს გზას კატალონიური გრანდის დირექტორთა საბჭოს სრული შემადგენლობა გაუყვება. ესპანელი ბიზნესმენი “ბლაუგრანას” 2014 წლის 23 იანვრის შემდეგ ხელმძღვანელობდა, ბოლო წლები კი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი […]
ბართომეუ: “გადადგომაზე არც კი ვფიქრობ, ტიტულები უნდა მოვიგოთ”
“ბარსელონას” პრეზიდენტმა ხოსეპ ბართომეუმ თქვა, რომ ის არ აპირებს თანამდებობის დატოვებას და ოპტიმისტურად უყურებს კატალონიელების პერსპექტივებს ამ სეზონში. “გადადგომაზე არც კი მიფიქრია. ჩვენ გვაქვს მშვენიერი პროექტი, რომლის მშენებლობაც მიმდინარეობს. წინ ჩემპიონთა ლიგის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, ჩვენი სურვილი და სული არსად გამქრალა. ვფიქრობ, ამ სეზონში ტიტულების მოგებას შევძლებთ. შეიძლება მე გავხდე ბარსელონას პირველი პრეზიდენტი, რომელიც პენსიაზე […]
“სტადიონს მესის სახელს უნდა ვარქმევდეთ, რეალურად კი რა ხდება?!” – პიკე ხელმძღვანელობას უპირისპირდება
“ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა ჟერარდ პიკემ ლეო მესის გუნდიდან შესაძლო წასვლის და ხელმძღვანელობის შეცდომების შესახებ ისაუბრა, “იმ პერიოდში მე ლიონელს პრაქტიკულად არ ვეკონტაქტებოდი, რადგან ეს ძალიან პირადი გადაწყვეტილებაა. მახსოვს მხოლოდ ერთი შეტყობინება, რომელიც მას გავუგზავნე: “ლეო, ერთი წელია დარჩენილი, შემდეგ სხვა ხალხი მოვა. მესი, როგორც სხვა არავინ, იმსახურებდა არჩევანის გაკეთების თავისუფლებას და თუ ის დარწმუნებული იყო, […]
არტურო ვიდალმა ბარსელონასგან კომპენსაციის მიღებაზე უარი თქვა
“ბარსელონას” ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა 6.5 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის მიღებაზე უარი თქვა, რომელიც მან კლუბის ინიციატივით ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისთვის უნდა მიიღოს. წყაროს ცნობით, ფეხბურთელის მთავარი მიზანია, რომ მილანის “ინტერში” რაც შეიძლება მალე გადავიდეს, მას პროცესის გაჭიანურება არ სურს და კოპმენსაციაზეც სწორედ ამიტომ ამბობს უარს. ყველაფრის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ჩილელი “ნერაძურის” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. […]
მესი ბარსელონაში რჩება: “ბედნიერი არ ვიყავი და წასვლა მინდოდა, მაგრამ…”
ოფიციალური ინფორმაციით, “ბარსელონას” ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, ლიონელ მესი, გუნდს არ დატოვებს და მომავალ სეზონში კვლავ “ბლაუგრანას” მაისურს მოირგებს. არგენტინელ სუპერვარსკვლავთან ექსკლუზიური ინტერვიუ Goal.com-მა ჩაწერა, სადაც მესიმ საკუთარი პრობლემებისა და გადაწყვეტილების მოტივის შესახებ ისაუბრა. “გუნდში ბედნიერი არ ვიყავი და წასვლა მსურდა, თუმცა ბარსელონამ ამისი უფლება არ მომცა. ამიტომაც, ვრჩები, რათა გუნდთან სასამართლოში დაპირისპირება თავიდან ავირიდო. […]